ხშირად მაღალი რეპუტაციის მქონე საიტებზე სტუმრობისას, საეჭვო კონტენტის მქონე რეკლამები გვხვდება, მაგალითად, ისეთი როგორიცაა, წონის კლების „სასწაულებრივი“ აბები. ეს კი იმას მიგვანიშნებს, რომ ამ პროცესის გაკონტროლება არც ისე მარტივია.
ამაში ბრალს ძირითადად დიდ სარეკლამო კომპანიებს სდებენ. თანაც, ხშირად რეკლამის განთავსებაზე შეთანხმება არა დამკვეთსა და საიტს შორის, არამედ დამკვეთსა და სარეკლამო კომპანიას შორის ხდება, რომელიც სამიზნე აუდიტორიის მიხედვით, თავადვე წყვეტს თუ რომელ საიტზე უნდა განთავსდეს რეკლამა.
მსგავს კომპანიებს Google, Criteo, Pubmatic, Rubicon და AppNexus მიეკუთვნება. მათი სისტემების დახმარებით, რეკლამის ჩვენება მილიონობით მომხმარებლისთვისაა შესაძლებელი, თანაც ისე, რომ დამკვეთებს არ ჰქონდეთ შეხება იმ საიტების მფლობელებთან, რომელზეც რეკლამას ათავსებენ.
თაღლითური თუ ზიანის მომტანი კონტენტის მქონე რეკლამების განთავსება კი სწორედ იმ კომპანიებს უნდა მივაწეროთ, რომლებიც ამ შესაძლებლობით ბოროტად სარგებლობენ. მათთან გამკლავებასსაიტები ძირითადად კონტენტის პოლიტიკის შემოღებით ახერხებენ. მაგალითად, Google Ads კრძალავს რეკლამებს, რომელიც შეიცავს უკანონო და სახიფათო პროდუქტებს, შეუსაბამო და შეურაცხმყოფელ კონტენტს, ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა „ფიშინგი“ ან „კლიკი“. ეს შეზღუდვები საკმაოდ მკაცრად ითვლება, შესაბამისად, აქ არასასურველ რეკლამებსაც ნაკლებად ვხვებით. კვლევით კი დადგინდა, რომ საიტებზე, რომელთაც ზუსტად განსაზღვრული კონტენტის პოლიტიკა არ აქვთ, სახიფათო რეკლამებიც უფრო ხშირია.
საინტერესოა ისიც, რომ სარეკლამო კომპანიებს კონტენტის შესაბამისობის განსახილველად, მოდერატორები ჰყავთ და ამასთან ერთად, კომპიუტერულ ინსტრუმენტებსაც აქტიურად იყენებენ. მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს არც თუ ისე წარმატებით მუშაობს… თუმცა ეს მარტო სარეკლამო კომპანიებს არ ეხება, საიტზე განთავსებული „ცუდი“ რეკლამა ხშირად საიტის წარმომადგენლების მხრიდან შეუსაბამო განხილვასაც ბრალდება.
მნიშვნელოვანია რეკლამის დიზაინიც, რომელიც როგორც ვებსაიტის, ასევე სარეკლამო ქსელის მიერ ისე არის დამზადებული რომ, მისი შესაბამისობის დადგენა რთული იყოს. ხოლო თუ თქვენს საიტზე ცუდი შინაარსის შემცველი რეკლამა მაინც გამოჩნდება, კარგი ამბავი ისაა, რომ მათი დაბლოკვა მარტივად შეგიძლიათ.