in

“იკითხე წიგნები ორიგინალში” – Bookshop.ge-ს პრინტ კამპანია, რომელზეც ABK-მ იმუშავა

რამდენჯერ გინატრიათ, რომ საყვარელი წიგნის წაკითხვა ორიგინალშიც შეგძლებოდათ? თუმცა, საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებიდან ლიტერატურის გამოწერა, შემდეგ კი, ამანათის მიღების ლოდინი, არც ისე კომფორტული პროცედურაა. მათთვის, ვისაც წიგნების ორიგინალში წაკითხვა სურს, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ონლაინ პლატფორმა Bookshop.ge გამოჩნდა. ვებგვერდი კრეატიულმა სააგენტო ABK-მ შექმნა. სააგენტომ ბრენდისთვის შექმნა ინდივიდუალური ფონტი, ხატულები და ვიზუალური სტილი. Bookshop-ზე საყვარელი მწერლების არამხოლოდ წიგნების შეძენაა ხელმისაწვდომი, არამედ, თემატური აქსესუარების, ჩანთების, ჰუდებისა და მაისურების გამოწერაც, რომელთა დიზაინზეც სააგენტომ იზრუნა. ვებგვერდის პოპულარიზაციისთვის, ABK-მ წამოიწყო ინტერნეტ პრინტ კამპანია, რომლისთვისაც ლეგენდარული მწერლების ორიგინალური პრინტ სერია შეიქმნა. საიტზე ხელმისაწვდომი სუვენირები სწორედ ამ პრინტების მიხედვით გაფორმდა.

BOG
BOG

 

“English Book-ს მიაჩნია, რომ წიგნების მოყვარული ხალხი დიდი სოციალური გაერთიანებაა და კომპანიის ამოცანაა, ამ საზოგადოებას ერთ სივრცეში მოუყაროს თავი. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც მარტივი და კომფორტული იქნებოდა მკითხველებისათვის, რომელთაც კარგი ხარისხის ინგლისურენოვანი წიგნების შეძენა სურთ. გვჯერა, რომ თუ წიგნის ორიგინალში კითხვით ბევრად მეტ სიამოვნებას იღებ. სწორედ ამიტომ, შევქმენით საქართველოში ყველაზე დიდი Online Book-Shop-ი, სადაც ნებისმიერ ადამიანს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში გამორჩეული გამომცემლობების ინგლისურენოვანი ორიგინალი წიგნები,” – ამბობენ სააგენტოში.

საიდან და რატომ ჩნდებიან „წარმოსახვითი მეგობრები“ ბავშვის ცხოვრებაში

Tinder-ის ბოტები, ანუ როგორ ფლირტაობენ პროგრამისტები