in

ბიზნესიდეები მათთვის, ვისაც 2024 წელს საკუთარი ონლაინ საქმის წამოწყება უნდა

იდეალური ის ბიზნესიდეაა, რომლის დაწყებაც გსურთ. კომფორტული სამუშაო გარემო ყველასთვის განსხვავებულია – ზოგს ოფისიდან ურჩევნია მუშაობა, ზოგს – დისტანციურად. თუმცა, არცთუ იშვიათია, როდესაც სახლში მყოფ ადამიანს საკუთარი საქმის წამოწყება სურს და ფიქრობს, რა მიმართულებები აირჩიოს – რა იქნება გონივრული, დამატებითი შემოსავლის ონლაინ მისაღებად. ამ სტატიაში რამდენიმე იდეას გაგიზიარებთ.

ონლაინ მასწავლებლობა

ონლაინ ტუტორი სტუდენტს უზიარებს განათლებას, ეხმარება საგნის ათვისებაში. შეგიძლიათ ადამიანებს მიეხმაროთ გამოცდისთვის, პროექტის წარდგენის პროცესში, გაუზიაროთ სასწავლო სტრატეგიები, მასალები. ამ საქმის დასაწყეტბად დაგჭირდებათ მოთხოვნადი საკითხის ცოდნა, გადმოცემის უნარი და სწორი მარკეტინგული პლატფორმა, სამიზნე აუდიტორიასთან სასაუბროდ.

ონლაინ ფიტნეს ქოუჩინგი ან იოგას ინსტრუქტორობა

ფიტნესის ტრენერებსა და იოგას ინსტრუქტორებს კლიენტებთან მუშაობა ონლაინაც შეუძლიათ. ისინი ქმნიან ფიტნეს პროგრამებს და აუდიტორიას უზიარებენ ფასიან/უფასო კონტენტს. ამისათვის კი სერტიფიცირება სჭირდებათ და შესაბამის პლატფორმებზე საინტერესო კომუნიკაცია აუდიტორიასთან.

ონლაინ ტექნიკური მხარდაჭერა

ციფრულ სამყაროში ეს სერვისი 24/7-ზე არის საჭირო და შესაბამისად, უამრავი ადამიანისთვის არის ონლაინ მუშაობის კარგი საშუალება. ამ საქმისთვის ტექნოლოგიური გამოცდილება, პრობლემის გადაჭრის კარგი უნარები და Wi-Fi კავშირი დაგჭირდებათ.

სოციალური მედიის მენეჯმენტი

სოციალური მედიის მენეჯერები ქმნიან, გეგმავენ და აქვეყნებენ კონტენტს, რათა ეკონტაქტონ აუდიტორიას და გაზარდონ დამკვეთის ბიზნესისადმი ინტერესი. ისინი ასევე აკონტროლებენ კონტენტის ეფექტურობას, რათა შეიმუშაონ სტრატეგიები ჩართულობის უმაღლესი მაჩვენებლით.

ქორწილის ონლაინ დამგეგმავი

დამგეგმავები წყვილებს ეხმარებიან ქორწილის დეტალურ განსაზღვრაში – ბიუჯეტირებაში, შესაბამისი მომწოდებლების პოვნასა და დაქირავებაში, ცერემონიის სტრუქტურირებასა და ზედამხედველობაში. ამ თვალსაზრისით ძალიან გამოგადგებათ საჭირო კონტაქტების ქონა.

Etsy-ის მაღაზია

Etsy-ის ონლაინ პლატფორმა საშუალებას აძლევს დამოუკიდებელ მხატვრებს, დიზაინერებს, ხელოსნებსა და კოლექციონერებს გაყიდონ თავიანთი ნაწარმი. გამყიდველების 80% ქალია.
Etsy პოპულარულია, რადგან ეს არის ციფრული პროდუქტების ან ხელნაკეთი საქონლის ონლაინ გაყიდვის სწრაფი და იაფი გზა.

სახლური ქეითერინგი

ახლა, ეს საკმაოდ მოთხოვნადი საქმეა. ბიზნესებს ხშირად სჭირდებათ გემრიელი ხემსი ღონისძიებების შესვენებეზე. შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ და ისე მიიტანოთ ან ნაწილობრივად გააკეთოთ სახლში და მზადება ადგილზე დაასრულოთ, ღონისძიებაზე. ამ საქმეს დაბალი საწყისი კაპიტალი სჭირდება.

კერვა შეკვეთით

შეგიძლიათ აიღოთ შეკვეთები და ინდივიდუალური სამკერვალო სახლში მოიწყოთ. სამკერვალო მცირე ბიზნესის წამოწყება შეიძლება იყოს საკმაოდ მოგებიანი, რადგან ეს უნარები შედარებით იშვიათი და რთულად საპოვნელი ხდება.

სანთლების დამზადება

დეკორატიული, განსხვავებული დიზაინის სანთლების დამზადება დიდ ცოდნასა და გამოცდილებას არ საჭიროებს. არც დიდი კაპიტალი დაგჭირდებათ დასაწყებად. აშშ-ში, მაგალითად, სანთლების ბაზარი 3.2 მლრდ დოლარს აჭარბებს და მარჟაც საკმაოდ მაღალია.

აფილირებული მარკეტინგი

ესაა ძალიან დაბალი ინვესტიციისა და მაღალი მარჟის მქონე საქმე. აქ თქვენ პარტნიორობთ ბრენდებთან და მათ პროდუქტების/ციფრული სერვისების გაყიდვაში ეხმარებით. ამ საქმის დასაწყებად დაგჭირდებათ ვებგვერდი და შესაბამისი კონტენტი, რაც ადამიანებს პროდუქტისა და მომსახურების გაცნობას გაუადვილებს.

პრინტების შექმნა

ილუსტრაციების შექმნა, პრინტებისთვის, ასევე შეიძლება იყოს საინტერესო საქმე, თუკი ამ ყველაფერს სახლიდან უძღვებით. შეგიძლიათ ილუსტრაცია, დიზაინი თავად შექმნათ ან დაიხმაროთ საქმიანი პარტნიორი.

მონეტიზებული კონტენტი

ჩამონათვალში ეს ბოლოს წერია, თუმცა მართლაც საინტერესო საქმეა. თუკი რაიმე კუთხით გაქვთ ექსპერტული ცოდნა, ეს შეგიძლიათ შემოსავლის წყაროდ აქციოთ – გაუზიაროთ აუდიტორიას როგორც ექსპერტმა, ინფლუენსერმა და ამრიგად მოიზიდოთ აუდიტორია.

წყარო: tailorbrands

ყავის ბრენდის ვიზუალური იდენტობა სამყაროს ნაკლოვანებებს ასახავს

„ხუთშაბათის შეხვედრები“: როგორ გავყიდოთ მეტი? — თუთიკო მუჯირი