4
May
2018

ონლაინ დასაქმების ფორუმი დაიწყო! HR.ge ღონისძიების განახლებული ფორმატის შესახებ

4 May 2018

www.HR.ge-ის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, გაიმართება „ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018“. ონლაინ ფორუმი, რომელიც 1-ელ მაისს ჩაეშვა, კომპანიებსა და სტუდენტ-კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, ონლაინ დარეგისტრირდნენ, რეგიონის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღონ დასაქმების ფორუმის დასავლეთ ან აღმოსავლეთ საქართველოს ღონისძიებაში და წვდომა ჰქონდეთ გამოცხადებულ ვაკანსიებზე. თავის მხრივ, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ ონლაინ ან ონლაინ+რეალურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და hr.ge-ს საიტზე განთავსდეს მათი სტენდი და ვაკანსიები.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ნოდარ შურღაია, დასაქმების სააგენტო hr.ge-ის პარტნიორი: „წლების მანძილზე დასაქმების ფორუმს ჰქონდა მხოლოდ ღონისძიებების სახე თბილისსა და ბათუმში. ვუკავშირდებოდით სასწავლებლებსა და ორგანიზაციებს და ღონისძიებაზე მოსული სტუდენტები პირისპირ ხვდებოდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლითაც იყვნენ დაინტერესებულები, თუმცა წელს უკვე, დასაქმების ონლაინ ფორუმის საშუალებით, სტუდენტებს შეუძლიათ, რომ ონლაინ გაიარონ რეგისტრაცია და შემდეგ დაესწრონ ღონისძიებას. ამ ფორმატს უფრო ორგანიზებული სახე აქვს, ონლაინ დასაქმების ფორუმი ამარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, დაინტერესებული პირი ასწრებს ყველა ვაკანსიის დათვალიერებას, შესაბამისად, სასურველი სამუშაო ადგილის შერჩევისთვის უფრო მეტი დრო აქვს და ა.შ.“. დასაქმების ფორუმის ღონისძიება გაიმართება 18 მაისს, ბათუმის „ჰილტონში“, ხოლო თბილისში – 8 ივნისს, „ქორთიარდ მარიოტში“ 11:00-დან 17:00 სთ-მდე. ღონისძიებაზე კომპანიები პირისპირ შეხვდებიან და გაესაუბრებიან დასაქმების მსურველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს

სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა დასაქმების ფორუმში მონაწილეობისთვის:
უნდა შეავსონ CVონლაინ;
ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები;
გამოეხმაურონ ონლაინ – გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით, მათთვის სასურველ ვაკანსიებზე;
მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი. კომპანიებმა რომ მონაწილეობა მიიღონ დასაქმების ფორუმში:
საჭიროა, დაუკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე
მობ: 577 02 75 42 , 574 77 50 57;
ოფისი: 219 33 33 (126/108);
ან მისწეროთ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected], [email protected]\

დასაქმების ფორუმი იმართება 2009 წლიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საბანკო, საფინანსო, წარმოების, საცალო და სავაჭრო სფეროს, FMCG, სამედიცინო, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მოღვაწე კომპანიები, რომლებიც ფორუმის მონაწილეებს სთავაზობენ ვაკანსიებს, წელს უკვე, ონლაინ ფორუმისა და რეალური ღონისძიების საშუალებით.

„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“,  www.hr.ge, დღეს უკვე წარმოადგენს ვაკანსიების საიტების ერთიან სივრცეს: www.cv.ge, www.doctor.gewww.course.gewww.chefs.ge www.career.ge,  www.Bankers.ge. hr.ge შეიქმნა 2006 წელს და ეხმარება როგორც კომპანიებს ვაკანტური პოზიციის შევსებაში, ასევე დასაქმების მსურველებს ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებაში.

 

განხილვა