მაღაზია-სალონი, რომელიც ონლაინ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. ყვავილების მრავალფეროვნებაზე, ხარისხზე, ზოგადად, წარმატებულ ბიზნესსზე მარკეტერი flower.ge-ის მარკეტინგის მენეჯერს თამაზ იმნაძეს ესაუბრა.
ბ-ნო თამაზ თქვენ ბრძანდებით www.flowers.ge მარკეტინგის მენეჯერი. როგორ მოხვდით www.flowers.ge-ში, რამდენ ადამიანს ემსახურებით ყოველდღიურად და რამდენად დიდია დაინტერესება.
ერთ-ერთი კომპანიიდან 4 წლის წინ კარგი შემოთავაზების საფუძველზე გადმოვედი www.flowers.ge-ში. ჩვენი მაღაზია ყოველდღიურად ათობით სხვადასხვა ტიპის, ასაკის, სქესის ადმიანს ემსახურება. ჩვენი მომხმარებლის რიცხვი მზარდია.
www.flowers.ge ეს არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყვავილების მაღაზია. როდის და სად გაიხსნა პირველად? რამდენი ფილიალი არსებობს დღეს მაღაზიის?
ეს იყო 2006 წელი, მაღაზია-სალონი გაიხსნა აბაშიძის ქუჩაზე და ამ დრომდე იქ მდებარებს. დღემდე მხოლოდ ერთი მაღაზია არსებობს. ფილიალები არც თბილისის სხვა რაიონებსა და არც დედაქალაქის საზღვრებს გარეთ არ გვაქვს. გაფართოვების გეგმა ამ დრომდე არ არსებობს. სურვილი რა საკვირველია არის, მაგრამ ბაზრის კვლევიდან გამომდინარე მოთხოვნა არ არსებობს.
რამდენად წარმატებულია ყვავილების ბიზნესი საქართველოში?
ეს მაინც სიახლეა ქართველებისთვის. ჯერ ადრეა საუბარი წარმატებაზე, ამას მომავალი გვიჩვენებს. მომხმარებლის აქტივობა და რაოდენობა ყოველ დღე იზრდება, რასაკვირველია ეს დადებითად მოქმედებს ჩვენზე.
მაღაზიისთვის ხდება თუ არა ყვავილების შეძენა საქართველოში? ამრავლებენ თუ არა ყვავილების ჯიშებს ჩვენს ქვეყანაში და სად? ქართველებთან თუ თანამშრობლობთ?
ჩვენი ძირითადი მომწოდებელი ჰოლანდია რჩება და მათი ყვავილები. ეს იმიტომ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის მსგავსი ტექნოლოგია. საქართველოში მომრავლებული ყვავილები ნაკლებად არის მდგრადი, ხარისხიანი და ვიზუალურად ლამაზი ისეთი, როგორც ეს ფოლანდიაშია. იქ სრულიად სხვა კულტურაა ყვავილის მოვლისა და დამუშავების.
თუმცა, აქაც არის პერსპექტივა მომავალი თანამშრომლობისა და ამ სფეროს განვითარების. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვთანამშრომლობთ, მაგრამ ეს ძალიან მცირე წილით. ჩვენ ვცდილობთ ადგილობრივ ბაზარს განვითარებისთვის ხელი შევუწყოთ. თუ ბაზარზე ჩნდება მომწოდებელი, რომელიც გვთავაზობს ხარისხიან პროდუქტს, ჩვენ თანამშრომლობაზე უარს არ ვამბობთ.
რამდენი სახის ყვავილის შეძენა არის შესაძლებელი მაღაზიაში? რომელი ქვეყნებიდან ხვდებიან მცენარეები ჩვენთან, გარდა ჰოლოანდიისა?
ჩვენს მაღაზიაში ასეული ყვავილი და ჯიში იყრის თავს. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ყველაზე გავრცელებულ ვარდს საქართველოში ორმოცზე მეტი სახეობა გააჩნია.
ძირითადი მომწოდებელი მაინც ჰოლანდია, ასევე ეკვადორიდან ჩვენ განსხვავებული ჯიშის მცენარეებს ვღებულობთ და შუა აზიის ქვეყნები, რომლებიც ეგზოტიკური მცენარეებით გვამარაგებს.
ძირითადად, რა ჯიშის ყვავილს ანიჭებენ საქართველოში უპირატესობას? რამდენად გემოვნებიანი და მრავალფეროვანია ქართველი მომხმარებელი?
მაშინ, როდესაც მაღაზია გაიხსნა ბევრად უფრო აქტუალური იყო “ვარდი”. მომხმარებლის 80 %-ი არჩევანს ვარდზე აკეთებდა, 20%-ი კი სხვა ყვავილზე. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ დროთა განმავლობაში ეს თანაფარდობა მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ვარდი მაინც საყვარელი ყვავილია მომხმარებელი სხვა ყვავილებითაც ინტერესდება.
რაც შეეხება გემოვნებას, ჩვენი მაღაზიის მომხმარებლები ხშირად კონკრეტულ ყვავილსა და ფერს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მყიდველი აკეთებს გათვლას, ამ გათვლაში კი ეხმარება მაღაზიის დიზაინერი, ისინი ერთად ღებულობენ გადაწყვეტილებას და საუკეთესო შედეგამდე მიდიან.
ფაქტია, რომ დაბალი ფასები არაა. მიუხედავად ამისა, ხშირად არის ფასდაკლებები და დღესასწაულებზე სხვა მაღაზიებისგან განსხვავებით ფასები არ იმატებს. რა მარკეტინგული გათვლა გაქვთ თქვენს კომპანიაში?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა კლიენტთან არ იყოს ერთჯერადი. ამიტომ ვცდილობთ არ გავზარდოთ ფასები. დღესასწაულების დროს შესაძლოა ეს ჩვენთვის არ იყოს მომგებიანი, მაგრამ ხანგრძლივ პრესპექტივაში ეს დადებითად აისახება.
სანამ ბიზნესი წარმატებული გახდებოდა რა სირთულები გამოიარა კომპანიამ და რა მდგომარება დღეს? როგორ შაფასებთ ბაზარს?
ამ სახელის მოპოვების უკან ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩაიდო. იგივე შემართება გრძელდება მაღაზიის გახსნის დღიდან დღემდე. ჩვენ არასდროს ვჩერდებით და ჩვენთვის არასდროს არის საკმარისი ის წარმატება, რომელიც მოპოვებული გვაქვს ბაზარზე. ჩვენ მუდმივად ვპროგრესირებთ და გუნდური მუშაობით წინ მივიწევთ.
რასაკვირველია იყო უამრავი პრობლემა, თავდაპირველად აუცილებელი იყო მომხმარებლის ნდობის მოპოვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის მაღალი ხარისხი და მომსახურების სპეციფიკა.
რა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებთ იმისთვის, რომ მომხმარებელი მიიზიდოთ?
ჩვენ აქტიურად ვღებულობთ მონაწილეობას სხვადასხვა აქციებსა და ღონისძიებებში. ვართ ახალგაზრდული პროექტების მხარდამჭერები.
თქვენი კომპანია პირველია, რომელმაც მომხმარებელს ყვავილების ონლაინ მაღაზია შესთავაზა. როგორია მომხმარებლის აქტიურობა? მზად არის ქართველი მომხმარებელი მსგავსი ინოვაციისთვის? რამდენად რთულია ონლაინ თაიგულის შერჩევა?
ჩვენი სერვისით მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლონ მიტანის სერვისით, როგორც თბილისში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა ყვავილების ონლაინ შერჩევა, ეს მომხმარებლის რაოდენობითაც აისახება. მე მომხარული ვარ, რომ ჩვენი მაღაზია მართლაც, რომ პირველია ამ მიმართულებით. ჩვენი მომხმარებლები, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ადამიანები, რომლებსაც სურთ უცხოეთიდან საჩუქარი შეიძინონ, ეს მათვის იდეალური შესაძლებლობაა. ასევე აქტიურიბენ რეგიონებიდან. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ქართველი მომხმარებელი მზად აღმოჩნდა ამ ინოვაციისთვის.
თქვენ მიზდევთ ყვევილების მოდის საერთაშორისო ტენდენციებს, რას უმზადებს მომხმარებელს მაღაზია მომავალში? როგორია სამომვალო გეგმები?
ჩვენი დიზაინერები მუდმივად გადიან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, ისინი მიემგზავრებიან სხვადასხვა ქვეყნებში და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად იმაღლებენ გამოცდილებას. გვაქვს ვიდეო კონფერენციები, სადაც უცხოელი კოლეგები ინოვაციებს გვიზიარებენ. ჩვენი მიზანია ქართველი ფლორისტები სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმარებაში ჩაერთონ. ჩვენი მთავარი გეგმა სეგმენტის გაფართოებაა.