ერთი თვეა ინტერნეტში ბრიტანული ცენტრის მიერ შექმნილი ახალი ონლაინ ლექსიკონი გაეშვა. ვებგვერდი, ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს.
დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:
“ბრიტანული ცენტრი უკვე 15 წელია საქართველოში აქტიურად ეწევა ინგლისური ენის შესწავლის პოპულარიზაციას. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ კომპლექსური მომსახურება ინგლისური ენის სფეროში. ჩვენი მიზანია, ნებისმიერი სერვისი, რომლის მოთხოვნაც მომხმარებელს ინგლისურ ენასთან დაკავშირებით გაუჩნდება მიიღოს სწორედ ბრიტანული ცენტრისგან.
ლექსიკონი ერთი თვეა, რაც სატესტო რეჟიმში გავუშვით და უკვე საკმაოდ დადებითი უკუკავშირი მივიღეთ. ჯერ დასახვეწი კიდევ ბევრია, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ იქედან გამომდინარე, რომ გვსურდა თავად მომხმარებლები ჩართულიყვნენ ამ პროცესში და სწორედ მათგან წამოსული შენიშვნების, მოთხოვნების და რეკომენდაციების საფუძველზე განვავითაროთ აღნიშნული პროდუქტი. ამ ეტაპზე, მხოლოდ ინგლისურ ქართული თარგმანის ვერსია მუშაობს, თუმცა მალე ქართულ ინგლისური თარგმანის ფუნქციაც დაემატება, ასევე, მუდმივ რეჟიმში მიმდნარეობს ბაზების რედაქტირება. მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე, ვებ-გვერდის სრულად დახვეწის შემდეგ, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნასაც. დიზაინს რაც შეეხება, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ლექსიკონთან მუშაობა ბევრს ეზარება, რადგან ყველაზე მოსაწყენი და უინტერესო წიგნია, ამიტომ შევეცადეთ, ეს სტერეოტიპი კონცეპტუალურად შეგვეცვალა სლოგანით: „შეხედე ყველაზე მოსაწყენ ტექსტს ნათელ ფერებში.”
[R]