in

ონლაინ მაღაზია „ისურვე“ 3 წლის გახდა!

საქართველოში უმსხვილესი ონლაინ მაღაზია isurve.ge 3 წლის გახდა. კომპანია ქართულ ბაზარზე 2017 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა და უკვე მოასწრო 90 000-ზე მეტი ერთგული მომხმარებელის შეძენა.

ქართული ელექტრონული კომერციის სექტორში უმსხვილესი მოთამაშე ყველა ასაკის, პროფესიის, ხელობის ადამიანს აძლევს შესაძლებლობას მარტივად შეიძინოს უკვე 10,000-ზე მეტი ნივთიდან მისთვის სასურველი პროდუქცია.

კომპანია წარმატების ძირითად მიზეზად მისი სერვისების გამოყენების სიმარტივესა და სანდოობას მიიჩნევს. კომპანიის სლოგანი „გარანტირებული სიმარტივე“ სწორად ამ მიდგომას ასახავს.

სამი წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს უშუალოდ ისურვეს ვებსაიტზე იხილავთ.

სასურველი ნივთის შეძენა შესაძლებელია საკრედიტო ბარათით, ადგილზე გადახდით ან მოქნილი ონლაინ განვადების საშუალებით. ნებისმიერ შენაძენზე ვრცელდება მარტივი და მომხმარებელზე გათვლილი საგარანტიო პირობები და უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ რეგიონში.

 

[R]

ევექსი კლინიკები დასაქმების მასშტაბურ პროექტს იწყებს

500 Startups-მა, საქართველოს ბანკმა და  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამის დემო დღეს უმასპინძლეს