მომხმარებლის აზრი, მათი დამოკიდებულებები სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის მიმართ ნებისმიერი ბიზნესის ფასეული აქტივია. სწორედ ამიტომ, კვლევით პროცესის მოქნილობის გასაზრდელად და ბაზრის უკეთ შესასწავლად, ბაზრის გაზომვისა და ანალიზის სააგენტო GAMMA-მ ონლაინ პლატფორმა Online Panel შექმნა. პლატფორმის მიზანია, კიდევ უფრო დააახლოვოს კომპანიები და მომხმარებლები, კომპანიებს მათი მოხმარებლების უკეთ გაცნობასა და აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტისა და სერვისების ფორმირებას შეუწყონ ხელი. GAMMA-ს პროექტის აღმასრულებელი მენეჯერის, თამუნა ცინაძის თქმით, ესაა ბაზრის ონლაინ შესწავლის მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული ინსტრუმენტი, რომელიც Online Panel-ის სახით, ქართულ ბაზარზეცაა ხელმისაწვდომი.
M: რა ტიპის კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი, ონლაინ რეჟიმში, Online Panel-ის საშუალებით?
ონლაინ პანელი გვაძლევთ შესაძლებლობას, სწრაფად და მარტივად დავუკავშირდეთ სამიზნე აუდიტორიას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი და ღირებული უკუკავშირის გაკეთება საკვანძო საკითხზე. პირველ ეტაპზე, პანელის მონაწილეები კვლევით კომპანიას უზიარებენ იმ საბაზო ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც ხდება რესპონდენტების კვალიფიკა1ციების დადგენა და მათი გაერთიანება სხვადასხვა მიზნობრივ სეგმენტებში (სქესი, ასაკი, დასაქმება, შემოსავლი და სხვა.).
შესაბამისად, ონლიან პანელი გვაძლევს შესაძლებლობას მივწვდეთ ჩვენთვის მიშვნელოვან და საინტერესო მომხმარებლებსა და სეგემენტებს. ჩავატაროთ სხვადასხვა სახის რაოდენობრივი კვლევები და ამასთან, გავტესტოთ მარკეტინგული მასალები – სარეკლამო რგოლები, პოსტერები და ა.შ. რაშიც ჩვენი პროგრამისტების მიერ შემუშავებული მიდგომები გვეხმარება.
პანელის საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში ვაკვირდებით მომხმარებლების ქცევას, ჩვენთვის საინტერესო პერიოდულობის მიხედვით. ყოველივე, მარკეტერებს ეხმარებათ, მარტივად და სწრაფად შეისწავლონ სხვადასხვა მომხმარებლის აზრი.
M: როგორ და რა პირობითაა შესაძლებელი ამ ინსტრუმენტის გამოყენება?
როგორც აღვნიშნეთ, Online Panel-ის საშუალებით, სწრაფად, მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ვწვდებით სამიზნე აუდიტორიას, წინასწარ შემუშავებული მომხმარებლის პროფილების დახმარებით. ხოლო, მონაცემების შეგროვების ავტომატიზებული მეთოდით, უზრუნველვყოფთ შერჩევის კრიტერიუმების მაქსიმალურ დაცვას.
რამდენადაც, კვლევები ხორციელდება ონლაინ რეჟიმში, ის მეტად მოსახერხებელია რესპონდენტებისათვის, განსაკუთრებით კი, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ზრდის მათი ჩართულობის ხარისხს, კვლევის განხორციელების პროცესში. ხოლო, რეგისტრაციისას მოთხოვნილი მონაცემების საფუძველზე, მიმდინარეობს რესპონდენტების პროფილების ლოგიკური კონტროლი, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს გადაცდომების მაჩვენებელი.
ამასთან, პანელი საშუალებას გვაძლევს ვითანამშრომლოთ ჩვენს რესპონდენტებთან. კვლევებში მონაწილეობის სანაცვლოდ პანელისტებს ვთავაზობთ საბონუსე ქულებსა და მათი სასაჩუქრე ვაუჩერებში გადაცვლის შესაძლებლობას. სასაჩუქრე კატალოგი წინასწარ არის განსაზღვრული/დადგენილი და რესპონდენტები საჭირო რაოდენობის ქულების დაგროვების შემდეგ მარტივად შეძლებენ მათ ვაუჩერებში გადაცვლას.