in

ონლაინ სესხებით სარგებლობის პრაქტიკა თბილისში !

საქართველოში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მომრავლდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც გასცემენ მოკლევადიან ონლაინ კრედიტებს. აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა მარტივი, სწრაფი და კომფორტულია – მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღის 1000 ლარამდე ოდენობის სესხი კომპანიის ვებგვერდზე ონლაინ განაცხადის შევსების გზით.

ეისითიმ გაარკვია რამდენად პოპულარულია თბილისელებში ონლაინ კრედიტები. როგორც კვლევამ აჩვენა, ბოლო 6 თვის მანძილზე ათიდან ერთ თბილისელს (10%) აქვს ონლაინ სესხით სარგებლობის გამოცდილება. ამ მხრივ მამაკაცები ქალბატონებზე მეტად აქტიურები არიან (შესაბისად მამაკაცები -13%, ქალები – 8%)  

საინტერესო სხვაობები ფიქსირდება მონაცემების ასაკობრივ ჭრილში ანალიზისას. კვლევის მონაცემებით, ონლაინ სესხები ყველაზე მეტად მიმზიდველი 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის არის (21%), ასაკის მატებასთან ერთად კი ონლაინ სესხებით სარგებლობის მაჩვენებელი იკლებს.

sesxi kvleva 1

როგორც აღმოჩნდა, ონლაინ სესხის აღება საკმაოდ ხშირი ქცევაა – მომხმარებელთა უმრავლესობამ (56%) ბოლო 6 თვის მანძილზე რამდენჯერმე აიღო ონლაინ სესხი.

sesxi kvleva 2რაც შეეხება მინი კრედიტის მოცულობას, კვლევის მიხედვით, ყველაზე გავრცელებული აღმოჩნდა ერთ ჯერზე 200 ლარის ან 250 ლარის ოდენობის კრედიტით სარგებლობის ქცევა (25% და 27% შესაბამისად).

sesxi kvleva 3

გამოკითხვა ჩატარდა 419 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2015 წლის თებერვალში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

გამოკითხვა ჩატარდა ექსკლუზიურად ინტერნეტ ჟურნალისთვის „მარკეტერი“. მესამე პირის მიერ აღნიშნული გამოკითხვის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში ამის აღნიშვნა სავალდებულოა.

LG Watch Urbane – ოფიციალური ვიდეო

გავუზიაროთ ერთმანეთს წიგნები – ახალი ვიდეორგოლი !