in

რას ვიყიდით „ონლაინ“?

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობა სპეციალური ღონისძიებებს ატარებს. გამოქვყნდა წინა დადგენილების ახალი დანართებიც, სადაც დეტალურადაა ჩამოთვლილი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ნებადართული საქმიანობების სია.

bog
bog-mob

ახალი დანართების მიხედვით, დაშვებულია „საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა, ე.წ. დელივერი სერვისი (დანართი #1).

ყველაზე დიდი ინტერესი „ონლაინ“ ტექნიკის შეძენისა და მისი ადგილზე მიტანის საკითხს მოჰყვა. ახლად გამოქვეყნებული დანართის მიხედვით, დაშვებულია:

  • ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად)
  • ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)

ამავე დოკუმენტით, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს „საფოსტო და საკურიერო მომსახურება“.

სავარაუდო სქემა ასეთი იქნება: ყიდულობთ ტელესაკომუნიკაციო ნივთებს დისტანციურად, მიტანის სერვისისთვის კი იყენებთ (თქვენ ან კომპანია) საფოსტო და საკურიერო მომსახურებას.

კიდევ რისი ყიდვა შეგვიძლია და როგორ საგანგებო მდგომარეობის დროს, ასევე კონკრეტულად რა საქმიანობებია ნებადართული ამ პერიოდში, იხილეთ #2, #3 დანართებში.

UPDATE: „ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა. ზოგადად, ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის არასასიამოვნო და მტკივნეულია. მაგრამ ეს ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ბიზნესები უნდა გადაეწყონ საქმიანობის ახალ წესზე და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა. ამ ეტაპზე, „ონლაინ“ გაყიდვები სასურსათო და ფარმაცეპტული პროდუქტის გარდა (აქაც ჩვენ გადავამოწმებთ და მოვითხოვთ ყველა წესის დაცვას) არის პრაქტიკულად არის აკრძალული. გუშინ პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა და მეც მინდა ვთქვა, რომ ეს არის დროებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფეროა, საკმაოდ დიდი სისტემაა, საკმაოდ დიდი ჯაჭვია იქ არის საწყობები, მიტანის სერვისები, ოფისები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც მოკლე ხანში ააწყო „ონლაინ“ გაყიდვები, რადგან კარგად ვიცი, რა რესურსთანაც არის ეს დაკავშირებული. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორი მოდელით და ფორმატი შევთავაზოთ ამ ბიზნესს სისტემის გადასაწყობად. მათ შორის უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვინც არიან საწყობებში, არიან სამედიცინო „გაიდლაინებთან“ შესაბამისობაში აღჭურვილობით, ეკიპირებით. მათი ქცევის ალგორითმი უნდა იყოს [დადგენილი სტანდარტებით] გათვლილი. ასევე ის ადამიანები, ვინც მიდიან ოჯახებში, თვითონაც უნდა იყვნენ დაცულები და მომხმარებელიც. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ, ძალიან მალე შევთავაზებთ კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს ყველას ვისაც, აქვს შესაძლებლობა, რომ გადავიდეს „ონლაინ“ გაყიდვებზე და არის ამ ბიზნესში ჩართული. როგორც კი დავრწმუნდებით, რომ კომპანია გვაძლევს უსაფრთხოდ საქმიანობის გარანტიას, [ყველა კომპანია ვინც „ონლაინ“ ვაჭრობაშია დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია] ამის შემდეგ შევძლებთ, დავუშვათ კონკრეტული კომპანიის საქმიანობა. როგორც კი მთელი სფერო უპასუხებს [დაგვარწმუნებს] და მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე იქნება ეს, მოხდება მთელი სფეროს ფუნქციონირება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმ​ა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე

პატარა ბიჭი, რომელსაც ტყუპი დისთვის გაკეთებული სიურპრიზი აბედნიერებს

YouTube TikTok-ის მსგავსი აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს