in

იკრძალება თუ არა „ონლაინ“ ვაჭრობა?

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობა სპეციალური ღონისძიებებს ატარებს. უკვე გამოქვეყნდა დადგენილება, სადაც ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადით იზღუდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, ამავე დოკუმენტში ჩამოთვლილი გამონაკლისების გარდა. თუმცა, მათ შორის არ არის „ონლაინ“ ვაჭრობა, ამ საკითხზე დოკუმენტში საერთოდ არაფერია ნათქვამი. როგორც ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ახალი დოკუმენტი, სადაც დაზუსტებული, ჩამოთვლილი იქნება, საგანგებო მდგომარეობის პიროებებში ნებადართული კონკრეტული საქმიანობები.

როგორც GITA-ს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ამბობს, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების მიზანი თავშეყრის ადგილების განტვირთვაა და არა თავად ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება.

„ზოგადად, ეკონომიკური შეზღუდვების მიზანი არის თავშეყრის თავიდან არიდება და არა ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება. შესაბამისად, ეს პრინციპი არის დაცული მთავრობის გადაწყვეტილებებში. გამოქვეყნდება ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი და ის, ვინც ამ სიაში მოხვდება თავისი საქმიანობის მიხედვით, შესაბამისად გააგრძელებს ოპერირებას“, – ამბობს ავთანდილ კასრაძე.

იკრძალება თუ არა „ონლაინ“ ვაჭრობა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში? ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი უახლოეს მომავალში, ახალი დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე გახდება ცნობილი.

CENN / EU: COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსებს აცხადებს ქედისა და წალკის მუნიციპალიტეტებში

მხარი დაუჭირე შენთვის საყვარელ კომპანიას – #თიბისიშენთვის