რესტორან ONO at Hills-ში, რომელიც „თბილისი ჰილსში“, ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე მდებარეობს, განსხვავებული ღონისძიებების სერია იწყება, რომელიც გააერთიანებს საინტერესო საღამოსთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს – კარგი მუსიკა, ექსკლუზიური ვახშმის გამოცდილება, უნიკალური გარემო, დაუვიწყარი ხედები, ხელოვნებისა და გართობის შერწყმა.

ივენთების სერიის – ONO at Hills Live Nights-ის პირველი ღონისძიება ტარდება 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, რომელსაც კატო კვარაცხელია, ნიკალასა და ლუკა ქიტიაშვილთან ერთად გახსნის ყველასათვის საყვარელი ქართული მუსიკის თანამედროვე ინტერპრეტაციებით, ხოლო მოწვეული შეფი – მიხეილ ავსაჯანიშვილი, ONO რესტორნების შეფ Ruslan Harbuz-თან ერთად, ექსკლუზიურად ამ საღამოსთვის წარადგენს სრულიად განსხვავებულ მენიუს, რომელიც დაუვიწყარ ვახშმის გამოცდილებას შექმნის ONO at Hills-ის სტუმრებისათვის.
არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ განსაკუთრებულ ვახშამს განსაკუთრებული ღვინო სჭირდება. ამიტომაც, ღონისძიებაზე ვახშამთან პრემიუმ ღვინის იდეალურად შერწყმაში მოწვეული სომელიე დაგეხმარებათ.
ამ განსაკუთრებულ საღამომდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ, თუ გსურთ ჯერ კიდევ მზიანი შაბათ-კვირები დაუვიწყარი გახადოთ, მოასწარით ადგილების დაჯავშნა:
ბილეთები და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ONO at Hills-ის მომდევნო ღონისძიება 27 სექტემბერს გაიმართება Party Nights-ების სერიიდან, Horizon-თან კოლაბორაციით, სადაც გელოდებათ განსაკუთრებული ატმოსფერო, უგემრიელესი კოქტეილები და, რაც მთავარია, დაუვიწყარი მუსიკალური გამოცდილება.
Party Nights-ებს გახსნის 4Rain, ფრანგი DJ და პროდიუსერი, რომელმაც განსაკუთრებული მუსიკალური ხელწერა შექმნა და მისი მსმენელების რაოდენობა წარმოუდგენელი სიჩქარით იზრდება.

ადგილების არჩევანი დიდია და ყველანაირი გართობის მოყვარულისთვის მოიძებნება ადგილი ONO at Hills-ის ტერასაზე. თუ ცეკვით გინდათ ისიამოვნოთ, თუ ბექსთეიჯის მოყვარული ხართ და გსურთ დიჯეისთან ახლოს მოუსმინოთ მუსიკას, თუ განცალკევებით, VIP სივრცეში გსურთ საღამოს გატარება ვახშამთან ერთად, ყველანაირი ბილეთის ნახვას შეძლებთ ბმულზე.
რესტორანი ONO at Hills განსხვავებული და მრავალფეროვანი ნაბიჯებით იპყრობს ბაზარს.
საინტერესო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში წინ არის!
მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ONO at Hills-ის სოციალურ გვერდებს:
ან დაუკავშირდით ნომერზე: +995 599 556 226
[პარტნიორის კონტენტი]











