in

„მეტი, ვიდრე შავი პარასკევი“ – Onoff.ge-ზე ერთკვირიანი ფასდაკლებები იწყება!

„27 ნოემბრიდან, Onoff.ge-ზე დიდი ფასდაკლება იწყება. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ შავი პარასკევი, ჩვენთან, ერთი კვირის განმავლობაში, გამოტანილი იქნება ტექნიკის აქსესუარები, გეიმინგი, ტრანსპორტი, სმარტფონები, ვოჩები და სხვა. აქცია 4 დეკემბერს დასრულდება. 

როგორც კომპანიაში ამბობენ, წინა საახალწლო აქციის მსგავსად, მომხმარებელს ახლაც სერიოზული ფასდაკლება ელოდება.

პროდუქციის რაოდენობა შეზღუდული იქნება. ამიტომ, მომხმარებელს ვურჩევთ, იჩქარონ და რაც შეიძლება სწრაფად ისარგებლონ ჩვენი შეთავაზებებით – ერთი კვირის მანძილზე, ფასდაკლების აქციას ყოველ დღე სხვადასხვა ახალი ნივთი დაემატება. ფასდაკლება შეეხება Onoff.ge-ს აქციების გვერდზე გამოტანილ პროდუქციას. Onoff.ge, ამ კამპანიას, „მასტერქარდთან“ ერთად ახორციელებს. შესაბამისად, ნივთის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ Mastercard-ის ბარათით“.

Onoff.ge-ში ამბობენ, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მზად არიან, სხვა კომპანიებს ფასდაკლების საუკეთესო პირობებით შეეჯიბრონ. ასევე მოუწოდებენ მომხმარებელს, მონაწილეობა მიიღონ ამ შეჯიბრში და გახდნენ პირველები, ვინც ასევე პირველი ქართული „ონლაინ“ კატალოგის მიერ შეთავაზებულ აქციაში ჩაერთვება.

ეს დღე მრავალი წელია, მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ყველაზე დიდი ფასდაკლების დღე და მომხმარებელი სულმოუთქმელად ელოდება შოპინგის ღამეს, რომელიც ღამის 12 საათზე იწყება და მხოლოდ ერთი დღით გრძელდება.

წელს ჩვენც პირველად ვერთვებით შავი პარასკევის ღონისძიებაში. წინა აქციებიდან გამომდინარე, რომელიც მართლაც უკონკურენტო იყო ბაზარზე, ამ აქციის პერიოდში კვლავ განსაკუთრებულ ფასდაკლებას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს და კიდევ ერთხელ გავაოცებთ მათ”, – ამბობს Onoff.ge-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი დედუნა თურმანიძე.

[R]

„კოვაიდერი“ – COVID-19-ის ონლაინ ასისტენტი

Bird Buddy – ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ჩიტის სახლი