in

როგორ ადაპტირდა Onoff.ge პანდემიურ რეალობაზე [ქეის სთადი]

პანდემიის გამო, კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა მთელი რიგი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა, ამის მიუხედავად, პანდემიის პერიოდი ახალი მიმართულების განვითარებას დაუთმო. დღეს, ონლაინ კატალოგ Onoff.ge-ზე გიამბობთ, რომელმაც გადაწყვიტა სხვადასხვა ნივთების ყიდვის გამოცდილება გაეციფრულებინა, ისე რომ მომხარებელს რაც შეიძლება ნაკლებად ჰქონოდა მაღაზიაში ფიზიკურად ვიზიტისა და ადგილზე ტექნიკის შერჩევის საჭიროება. პანდემიის პერიოდში, კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა ციფრულ სარეკლამო სააგენტო Advertwise-თან. როგორც თავად ამბობენ, ერთობლივმა ძალისხმევამ საკმაოდ გაამარტივა სიტუაციის მართვის პროცესი. მოდით, მივყვეთ Onoff.ge-ს ციფრული კამპანიის გამოცდილებას ონლაინ ტრანსფორმაციის პერიოდში.

ონლაინ ვაჭრობის გამარტივება

ვირუსის გავრცელებისა და გამკაცრებული საკარანტინო პირობების პარალელურად Onoff.ge-მ გადაწყვიტა მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის შეძენის პროცესი მაქსიმალურად გაემარტივებინა და შეძენილი ნივთის მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალება შექმნა.

თავდაპირველად, შემუშავდა ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, რომელიც სხვადასხვა შეთავაზებების სხვადასხვა არხებში განთავსებას გულისხმობდა. ანუ განისაზღვრა პროდუქციის კატეგორიები, ყველა საკომუნიკაციო არხში თითოეული პროდუქტისთვის შეიქმნა ინდივიდუალური რეკლამა. შედეგების დასათვლელად, დაისახა კონკრეტული მიზნები და პარამეტრები, რომელიც გაიწერა პლატფორმაში და შესაბამისი აქტივობების საშუალებით, გამოვლინდა საუკეთესო რეკლამები, რომლებმაც ყველაზე კარგად იმუშავა.

კიდევ ერთი პარამეტრი იყო აუდიტორიის სწორად შერჩევის საკითხიც, რადგან პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვების პირობებში კომპანიას უნდა მოეძებნა სწორი პროდუქტი, მიმზიდველი შეთავაზებით და ეპოვნა ადამიანების ძალიან კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც მზად იყვნენ გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც შეეძინათ ესა თუ ის პროდუქცია. კამპანიის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე კარგი შედეგი ძირითადად, Facebook-ისა და Google-ის არხებიდან გასულ რეკლამებს მოჰყვა.

მოქნილობა

პროცესების გამარტივების გარდა, Onoff.ge შეეცადა გაემრავალფეროვნებინა საკუთარი კატალოგი და საიტზე განთავსებული პროდუქცია გაეხადა ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სიტუაციის შესაბამისი. სწორედ ამიტომ, მათ პროდუქციაში დაამატეს სამედიცინო ინვენტარი, რომელიც პანდემიის საწყის ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დეფიციტში იყო. გარდა სამედიცინო ინვენტარისა, მომხმარებელი ხშირად ინტერესდებოდა სხვადასხვა სახის წვრილი ტექნიკითა და მობილური ტელეფონებით.

რაც შეეხება უშუალოდ სარეკლამო კომუნიკაციას, კამპანიის მსვლელობისას გამოიყენეს ისეთი მიდგომები, როგორიცაა დინამიკური რეკლამა (dynamic ads), ანიმირებული ბანერები როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული ვიზუალებით; იყო ვიდეო რეკლამები და „ტექსტ ედები“ (text ads), სადაც აქცენტი  Onoff.ge-ის ონლაინ კატალოგის ძირითად კონკურენტულ უპირატესობებზე გაკეთდა. ასევე, მიმართეს ძირითადი გზავნილების პერსონიფიკაციას, რათა რეკლამებით ისედაც გადატვირთულ მომხმარებელთან ემოციური კავშირი გაეძლიერებინათ.

მომხმარებლის შესწავლა

Onoff.ge-მ გადაწყვიტა დაეზოგა მათი დრო და ენერგია და გამოიყენა რემარკეტინგ აუდიტორიები, (remarketing audiences). Onoff.ge-ს მომხმარებელს აღარ უწევდა დროის ხარჯვა მისთვის უინტერესო რეკლამების ყურებაში და მხოლოდ მის პირად ინტერესებზე მორგებულ, რელევანტურ რეკლამებს ხედავდა. მაგალითად, თუ ცხელი ზაფხულით გათანგული მომხმარებელი დიდ დროს უთმობდა კატალოგში კონდიციონერის თვალიერებას, ის მხოლოდ გამაგრილებელი სისტემების შესახებ რეკლამებს ნახულობდა, ის მომხმარებელი კი, რომელიც პანდემიის დროს მომატებულ წონასთან სახლის ტრენაჟორებით გეგმავდა ბრძოლას, მხოლოდ ფიტნესთან და სპორტთან დაკავშირებული აქსესუარების რეკლამას ხედავდა.

Social Proof კამპანია. მიუხედავად იმისა , რომ  ინტერნეტის საშუალებით პროდუქტის შეძენა უფრო ტრენდული გახდა, მომხმარებელთა გარკვეული სეგმენტისათვის მაინც საჭირო გახდა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და მამოტივირებელი ბიძგი, რათა სასურველი პროდუქტის შეძენის პროცესი ბოლომდე მიეყვანათ, ეს პროცესი განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვდა ძვირადღირებული პროდუქტის შეძენისას. „Social Proof“ – ნოტიფიკაციების საშუალებით, კონკრეტულ მომხმარებელს საიტზე ყოფნისას უზიარებდნენ კონკრეტულ და მისთვის სასარგებლო ინფორმაციას, მაგ: რამდენმა ადამიანმა გადალახა “ინტერნეტით ძვირადღირებული შენაძენის გაკეთების კომპლექსი” და დაასრულა ტრანზაქცია. ასევე, თუ მომხმარებელი ათვალიერებდა კონკრეტული ბრენდის ტელეფონს და დიდხანს იყო ვებგვერდზე გაჩერებული, ანუ, ვერ გადაეწყვიტა ეყიდა მობილური ტელეფონი ინტერნეტის საშუალებით, თუ დალოდებოდა მაღაზიების გახსნას, ამ დროს, მას საიტზე ნოტიფიკაციის სახით მიუვიდოდა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოდან 19-მა ადამიანმა შეიძინა კონკრეტული ბრენდის სმარტფონი, ეს ინფორმაცია მას აძლევდა დამატებით სტიმულს მიეთო სწორი გადაწყვეტილება და ღილაკზე თითის ერთხელ დაჭერით სახლიდან გაუსვლელად შეეძინა სასურველი ნივთი.

პარტნიორების მოზიდვა

წარმატებული ციფრული სტრატეგიის განსახორციელებლად, მნიშვნელოვნად მიიჩნიეს მაქსიმალურად მეტი პარტნიორის მოზიდვა. Onoff.ge-მ საკუთარი ვებგვერდის ერთი ნაწილი სწორედ პარტნიორების შეთავაზებებს დაუთმო. ამ გადაწყვეტილებამ, როგორც კამპანიის შედეგებიდან გაირკვა, გაამართლა. პლუს, პროდუქტის შესყიდვის პროცესში „ნოტიფიკაციის ფუნქცია“ მომხმარებელს საშუალებას აძლევდა შეეფასებინა მიღებული სერვისი, გამოეწერა Onoff.ge-ის ფეისბუკ გვერდი და დაეტოვებინა საკუთარი შეფასება.

Onoff.ge-ის შეფასებით, ციფრული მარკეტინგის სწორმა სტრატეგიამ ძალიან კარგი შედეგები მოიტანა და დღემდე წარმატებით აგრძელებს მუშაობას.

ლუგარის ლაბორატორიის დასკვნით, საქართველოში დამზადებული ელექტრონიღაბი ინფექციების პრევენციისთვის ეფექტურია

გააქირავე მარტივად rent.myhome.ge-ს დახმარებით