in

onoff.ge-ზე საახალწლო ფასდაკლებები იწყება!

საახალწლო სამზადისის ტრადიცია, მთელს მსოფლიოში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც, ძალიან პოპულარულია. პერიოდი, როდესაც ყველა განსაკუთრებულად ემზადება და ელოდება გრანდიოზულ ფასდაკლებებს შოპინგისთვის.

ემზადებიან როგორც მომხმარებლები, ისე მაღაზიები, განსაკუთრებული შეთავაზებებისა და გაყიდვებისთვის.

წელს, პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო, ძირითადი აქცენტი გადატანილია „ონლაინ“ შოპინგზე. საახალწლო მზადებაც დისტანციურ რეჟიმში უწევს მომხმარებელს.

სწორედ ამიტომ, onoff.ge-მ გადაწყვიტა, საახალწლო ბაზრობა მოუწყოს მომხმარებელს და კიდევ ერთი ფასდაკლების თავგადასავალი აჩუქოს.

„მთელი წილის განმავლობაში გვაქვს საახალწლო აქციები, მაგრამ ახალი წლისთვის, უკვე მეორედ განსაკუთრებით ვემზადებით.

წელს, ჩვენს პარტნიორ „ვიზასთან“ ერთად, ვაპირებთ, ფასდაკლების თავგადასავალი მოვუწყოთ Onoff.ge-ს მომხმარებელს.

მიუხედავად იმისა, რომ Onoff.ge ახალგაზრდა პლატფორმაა, ჩვენ უკვე გყავს 25 000-მდე უნიკალური მომხმარებელი, რომელიც აქტიურად ყიდულობს ჩვენთან სხვადასხვა პროდუქციას და სარგებლობს სხვადასხვა შეთავაზებებით.

წლევანდელი აქციის მიზანია, როგორც არსებული და ახალი მომხმარებლების გახარება, ისე ბიზნესის მხარდაჭერა ამ პანდემიის პერიოდში ხელი შევუწყოთ გაყიდვებში.

სწორედ ამიტომ, 21 დეკემბერს, Onoff.ge-ზე გაიმართება საახალწლო ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იქნება 11 კატეგორიის პროდუქცია 25%, 30%, 50% და 60%-მდე ფასდაკლებით“, – გვიყვება Onoff.ge-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი დედუნა თურმანიძე

აქციით სარგებლობის ერთადერთი პირობაა ნებისმიერი „ვიზა“ ბარათით გადახდა, ხოლო ის ვინც „ლიბერთის“ Visa ბარათით გადაიხდის, დამატებით, მიიღებს 5%-იან ფასდაკლებას.

როგორც უკვე გითხარით, Onoff.ge-ს საახალწლო ბაზრობა 21 დეკემბერს დაიწყება და 9 იანვრამდე გაგრძელდება.

20 დღის განმავლობაში, სააქციო პროდუქცია ეტაპობრივად გაიხსნება. პროდუქციის რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ საჭიროა, ყოველდღიურად, ადევნოთ თვალი Onoff.ge-ს FB და Instagram გვერდს.

„ნუ დაარღვევთ ტრადიციას, ეწვიეთ Onoff.ge-ს საახალწლო ბაზრობას და მოიწყვეთ ფასდაკლების თავგადასავალი“.

საახალწლო ბაზრობაზე თქვენ აღმოაჩენთ:

  • საყოფაცხოვრებო მსხვილ და წვრილ ტექნიკას
  • კომპიუტერულ ტექნიკას
  • მობილურ ტელეფონებს
  • ჭკვიან საათებს
  • ყურსასმენებს
  • ელექტრო სკუტერებს
  • საახალწლო აქსესუარებს
  • პროდუქციას ბავშვებისთვის და დედებისთვის
  • პროდუქციას „გეიმინგის“ მოყვარულებისთვის და სხვა უამრავ ნივთს

„მოკლედ, 21 დეკემბერს, ყველა შევხვდებით  Onoff.ge-ს საახალწლო ბაზრობაზე“.

 

[R]

Amazon-ის ახალი სერვისი “შექმნილია შენთვის”

Miceremadloba.ge – გამხნევებას დიდი ძალა აქვს!