17
Oct
2019

ლიბერთი ბანკის ონლაინ პლატფორმა Onoff.ge – ყველა მაღაზია ერთ სივრცეში

17 Oct 2019

ქართულ ინტერნეტ სივრცეს ახალი ონლაინ პლატფორმა შეემატა. Onoff.ge აერთიანებს სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებს და დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას აძლევს, მოძებნონ, შეადარონ და შეიძინონ მათთვის საინტერესო პროდუქცია. პლატფორმის მიზანია, ტექნიკის სფეროში მომუშავე მაღაზიებს მომხმარებელთან კომუნიკაციაში, მათთვის ტექნიკის ხელსაყრელი პირობებით შეთავაზებასა და შეკვეთის მიწოდებაში დაეხმარონ. ამ დროისთვის, “ონოფის” კატალოგში 100-ზე მეტი მაღაზიის 100,000-ზე მეტი სახეობის ტექნიკის შერჩევაა შესაძლებელი. ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირება და სამიზნე აუდიტორიასთან წვდომა შეუძლია ნებისმიერ დიდ თუ პატარა მაღაზიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტსა და გაყიდვაზე მუშაობს. პლატფორმას ლიბერთი ბანკის გადახდის სისტემის მხარდაჭერა აქვს. როგორც ლიბერთი ბანკში აცხადებენ, დეკემბრიდან, ონლაინ რეჟიმში, ავტომატური განვადება იქნება ხელმისაწვდომი. ხოლო, სწრაფ და უსაფრთხო გადახდასთან ერთად, ლიბერთის კლიენტები დამატებითი პრივილეგიებითაც ისარგებლებენ.

 

პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ის გუნდის გარდა, კომპანია Wandio-სა და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ონლაინ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით:
„Onoff.ge – აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის საშუალებით.”

 

[R]

განხილვა