in

ახალი Blitz გამოდის – ნახეთ, როგორი იქნება 2022 წლის Opel Astra!

„ახალი Opel Astra თავის კლასში, ყველა მოდელს, დიდ კონკურენციას გაუწევს. შექმნილი და წარმოებულია გერმანიაში. მისი პროგრესული კონცეფცია ახალი სიტყვაა კომპაქტურ ავტომობილებში“ – ასე წარადგინა გერმანულმა ავტომწარმოებელმა ახალი Blitz და მის მხარდასაჭერად, სარეკლამო კამპანიაც დაიწყო.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მე-6 თაობის Opel Astra-ს ექნება ელექტროძრავი, დამატებით, ბენზინისა და დიზელის აგრეგატებით.

ახალი Blitz 2022 წელს გამოვა. Opel-მა ამ მოდელის კონცეპტი, მსოფლიოს, რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

„Sommelier ღვინით ტკბობის, სიამოვნების მიღებისა და ურთიერთობის კულტურას ქმნის ქალაქში“

რობოტის მზერას ადამიანის ფიქრებსა და ქმედებებზე დიდი გავლენა აქვს