16
Oct
2019

რობოტი რუბიკის კუბს ცალი ხელით აწყობს

16 Oct 2019

veon
veon


რუბიკის კუბიკის აწყობას ადამიანები სხვადასხსხვანაირად ართულებდნენ. ზოგი მათგანი თვალებახვეული ჭრიდა ამოცანას, ზოგისთვის კი გადამწყვეტი იყო დრო, ანუ ის, თუ რამდენ წუთში, ან წამში შეძლებდა თავსატეხის ამოხსნას. რუბიკის კუბის აწყობა წლებია, შეჯიბების საგანია, თუმცა დღეს, რობოტს, უფრო სწორად კი, ჰუმანოიდი რობოტის ცალ ხელს ამ ამოცანის გადაჭრა, დაახლოებით, 4 წუთში შეუძლია.

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ამერიკული კომპანია OpenAI-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მუშაობს რობოტული ხელი რუბიკის კუბიკის ასაწყობად. როგორც Open AI-ს განცხადებაშია ნათქვამი, რობოტი მუშაობისას ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა, რომელიც ნეირონული ქსელებისა და სიმულაციების დახმარებით გაწვრთნეს. ამისთვის მათ გამოიყენეს ახალი ტექნიკა, რომელსაც Automatic Domain Randomization (ADR) ეწოდება. სისტემას შეუძლია გაუმკლავდეს ისეთ სიტუაციებს, რომლის მსგავსიც წვრთნისას არ გაუვლია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ახლი ნაბიჯია თვითნასწავლი რობოტების შექმნის კუთხით.

განხილვა