in

როგორ შეიქმნა ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია, OpenAI

ChatGPT-ს გამოჩენამ OpenAI ყველას გაგვაცნო. ეს არის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მისი სარგებლიანობის გაზრდა კაცობრიობისთვის. 

istoriebi
istoriebi

კომპანიას სხვადასხვა დამფუძნებელი ჰყავდა. პირველად ეს იყო ილონ მასკი, თუმცა, როცა უთანხმოება მოუვიდა სხვა თანადამფუძნებლებთან და კონკურენტი კომპანიაა დააარსა, კომპანიის მთავარ კრიტიკოსად გადაიქცა. მას შემდეგ, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი სემ ალტმანია.

დაფუძნება

OpenAI დააარსეს სემ ალტმანმა, გრეგ ბროკმანმა, რეიდ ჰოფმანმა, ჯესიკა ლივინგსტონმა, პიტერ ტიელმა და ილონ მასკმა. ის დაარსდა, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისია იყო ციფრული ინტელექტის განვითარება. 

2016 წლის აპრილში OpenAI-მ გამოუშვა თავისი პირველი პროდუქტები, OpenAI Gym – ღია კოდის ინსტრუმენტი სწავლებისთვის. ეს არის ხელსაწყოების ნაკრები გაძლიერებული სწავლის ალგორითმების შემუშავებისა და შედარებისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ კი გამოვიდა Universe, პლატფორმა AI აგენტების ტრენინგისთვის. 

იმავე წელს OpenAI-მ გამოუშვა თავისი პირველი კვლევითი ნაშრომი და დაიწყო ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. მისი მიზანი იყო, ხელი შეეწყო გამჭვირვალობისა და თანამშრომლობისთვის AI საზოგადოებაში.

განვითარება ხელოვნურ ინტელექტის მიმართულებით

OpenAI-მ განაგრძო ნაბიჯების გადადგმა ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მიმართულებით და მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს ხელოვნური ინტელექტის მომზადებაში ისეთი რთული თამაშების სათამაშოდ, როგორიცაა Dota 2 და ჭადრაკი. 

ცვლილება მენეჯმენტში

2018 წელს მასკსა და სემ ალტმანს შორის უთანხმოება მოხდა, რის გამოც მასკი თანამდებობიდან გადადგა. როგორც ალტმანი ამტკიცებს, მასკს არ სჯეროდა OpenAI-ს პოტენციალის და ფიქრობდა, რომ ის ჩამორჩებოდა სხვა დიდ მოთამაშეებს, როგორიცაა, მაგალითად, Google. 

მასკს თავად უნდოდა კომპანიის ხელში აღება, მაგრამ საბჭომ ამის უფლება არ მისცა. ამის შემდეგ მან მთლიანად დატოვა OpenAI. აღსანიშნავია, რომ ის ჰპირდებოდა ყოფილ გუნდს დონორად დარჩენას, თუმცა წასვლის შემდეგ შემოწირულობა არ გაუკეთებია.

 GPT-1

OpenAI-მ 2018 წელს წარმოადგინა GPT-1 (Generative Pre-trained Transformer) – ენის ინოვაციური მოდელი 117 მილიონი პარამეტრით, რომელსაც შეუძლია მრავალფეროვანი ტექსტების გენერირება.

იმავე წელს მან დაიწყო მრავალწლიანი პარტნიორობა Amazon Web Services-თან (AWS) და AWS-ს მიანიჭა ექსკლუზიური უფლებები OpenAI-ის ტექნოლოგიების ბაზარზე გაყიდვისთვის.

2019 წელს OpenAI-მ გამოუშვა GPT-2, GPT-ს უფრო დიდი და ძლიერი ვერსია. ამავე დროს სემ ალტმანმა დატოვა Y Combinator, რათა ფოკუსირება მოეხდინა OpenAI-ში თავის საქმიანობაზე და გახდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

DALL-E და Codex

2021 წლის OpenAI-მ წარადგინა DALL-E, ღრმა დასწავლის მოდელი, რომელსაც შეუძლია ციფრული სურათების გენერირება და ამისთვის ბუნებრივი ენით აღწერას იყენებს. 

ასევე, OpenAI-მ გამოუშვა Codex, ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამირების ხელსაწყო, რომელიც ფლობს თორმეტ პროგრამირების ენას, მათ შორის Python-სა და Java-ს და შეუძლია გააანალიზოს კოდის ბლოკები, წინასწარ განსაზღვროს შემდეგი ხაზი.

 ChatGPT

და აი, დადგა მთავარი ინსტრუმენტის დროც. 2022 წლის დეკემბერში OpenAI გამოუშვა ChatGPT, რომელიც ეფუძნებოდა GPT-3.5 მოდელს. პირველი ხუთი დღის განმავლობაში პლატფორმაზე მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. მისი პოტენციალი იმდენად დიდი იყო, რომ ბევრი დიდი კომპანიაც შეაშინა. მათ შორის იყო Google, რომელმაც სასწრაფო წესით გამოუშვა AI აპლიკაცია (Bard), რათა ChatGPT-ს არ დაეკავებინა მისი, როგორც როგორც ინფორმაციის მიმწოდებელი მთავარი წყაროს ადგილი.

OpenAI მოწოდებულია, განავითაროს უსაფრთხო და მომგებიანი AI, ჩაატაროს გამჭვირვალე კვლევები და ხელი შეუწყოს თანამშრომლობას გლობალურ AI საზოგადოებაში. ის მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებულ იქნება აქტუალური გამოწვევების გადასაჭრელად.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„სინერჯი ჯგუფი“ მსხვილ კომპანიებს უფასოდ სთავაზობს მართვის სისტემების დიაგნოსტიკას – რას გულისხმობს ეს?

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის