in

Open Bionics-მა 3D ბეჭდვის ტექნიკით თითების პროთეზი შექმნა

ცოტა ტექნოლოგიების სარგებელზეც უნდა ვისაუბროთ… ამიტომ, მო ალის გაგაცნობთ, 40 წლის კაცს ბრაიტონიდან, რომელმაც სულ ახლახან მოირგო მსოფლიოში პირველი 3D ბეჭდვის ტექნიკით მიღებული ბიონიკური თითები. ეს კი მას შემდეგ, რაც მთელი ცხოვრება ბევრ მისთვის სანატრელ რაიმეზე თქვა უარი. ბავშვობაში ხორცსაკეპ მანქანაში მოჰყვა თითები, რის გამოც ნაკლები თავდაჯერებაც ჰქონდა და, როგორც ვიგებთ, ბულინგის მსხვერპლიც არაერთხელ გამხდარა. 

ველოსიპედის ტარება ბავშვობიდანვე უყვარდა, თუმცა სეირნობისას ყოველთვის ჩამორჩებოდა სხვებს, რათა ნაჭრებით გაბერილი ხელთათმანები გაეკეთებინა… პროთეზიც მიიღო, რომელიც მხრის ძალით იმუშავებდა, თუმცა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ფიქრობდნენ — მძიმე და არაკომფორტული იყო, რაც მარტივი ამოცანების შესრულებას კიდევ უფრო ართულებდა. 

თუმცა ალის ცხოვრებაში Open Bionics გამოჩნდა, რომელმაც 3D ბეჭდვისა და სკანირების ტექნოლოგია იმდენად განავითარა, რომ ხელის პროთეზი დამოუკიდებლად მოძრავი თითებით შექმნა. მოწყობილობას Hero Gauntlet უწოდეს და ალის ძველი თავდაჯერებაც დაუბრუნეს ისე, რომ აღარც ხელის დამალვის სურვილი აქვს.

დიდი ბედნიერებაა იმის ნახვა, თუ რა პოზიტიური ფიზიკური და ემოციური გავლენა აქვს ინჟინერიის ამ მცირე ნაწილს ალის ცხოვრებაზე, — აცხადებს სამანტა პეინი, კომპანიის თანადამფუძნებელი.

კიდევ უფრო კარგი ის არის, რომ დეველოპერების თქმით, პროთეზი მალე კიდურების სხვაობის მქონე ინდივიდებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი…

BENADDICT – ექსკლუზიური სადაზღვევო პაკეტი ბენეფიტსისგან

თქვენი ვებსაიტი სწორად „ფილტრავს”? გადახედეთ რეკომენდაციებს!