22
Feb
2019

როგორ ვიქცეთ მეტად გონებაგახსნილ ადამიანად – ბენჯამინ ფრანკლინის „ხრიკი“

22 Feb 2019

ბენჯამინ ფრანკლინმა იცოდა, რომ ჭკვიანი იყო, იმაზე გონიერი, ვიდრე მისი გარშემომყოფები იყვნენ. თუმცა, მას ჰყოფნიდა ინტელექტი იმის გასაცნობიერებლად, რომ მისი აზრი ყოველ ჯერზე ჭეშმარიტება ვერ იქნებოდა. ეს არის მიზეზი, რის გამოც საუბრისას, კონტრარგუმენტს იწყებდა ასე – „შესაძლოა, ვცდები, თუმცა…“ ეს მიდგომა ეხმარებოდა მის თანამოსაუბრეს ბენჯამინის განსხვავებული აზრის არარადიკალურ, ნაკლებპერსონალურ შენიშვნად მიღებაში. თუმცა, ეს ეხმარებოდა ბენჟამინსაც, ახალი იდეების მიმართ გახსნილი ყოფილიყო.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ისტორია აჩვენებს, რომ ყოველთვის ვირჩევთ პოლიტიკურ, თუ ბიზნესლიდერებს, რომლებიც სტოიკურობით, თანმიმდევრულობით, სიზუსტითა და მყარი საუბრის სტილით გამოირჩევიან, თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, რომლებსაც საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებთ – კრეატიულობა და მოქნილობა. ჩვენ გვჭირდება ფრანკლინის მსგავსი ადამიანები, რომლებიც იქნებიან ჭკვიანები, ექნებათ შემართება და სხვა ადამიანების დარწმუნების უნარი – აკეთონ დიდი საქმეები. თუმცა, ისინი უნდა იყვნენ ასევე იმდენად განსხვავებული აზროვნების მქონენი, რომ აღიარონ, ხანდახან არასწორიც შეიძლება იყვნენ. ჩვენი მეთოდებისა და გონების შეცვლა ძალიან რთულია, თუმცა, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმ ეპოქაში რომელშიც ვცხოვრობთ. საზოგადოების ზრდის პირობებში, ბიზნესისა და სოციალური გარემოს სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ჩვენს ლიდერებს ჰქონდეთ კოგნიტური მოქნილობა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იყვნენ გონებაგახსნილები.

დეკადების განმავლობაში, მეცნიერები არ ქმნიდნენ ინსტრუმენტს გონებაგახსნილობის გასაზომად. გარღვევა მოხდა მაშინ, როდესაც მკვლევარებმა დაიწყეს მუშაობა რელიგიურ კონცეპტზე სახელად „ინტელექტუალური თავმდაბლობა“. ფილოსოფოსები სწავლობდნენ, თუ რატომ ებღაუჭებოდნენ ურყევად ადამიანები რელიგიურობას, როცა მათ შეეძლოთ უარი ეთქვათ ამაზე და მეორე მხრივ, სხვები როგორ ითვისებდნენ ახალ შეხედულებებს. ფილოსოფოსებმა დაასკვნეს, რომ ამ ორ შემთხვევის განსხვავებულობას ორი ძირითადი ფაქტორი – გამოცდილებისადმი ღიაობა და სიბრძნე იწვევდა.

რამდენიმე წლის წინ, მეცნიერებმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან შეძლეს ამ იდეის ადაპტირება ყოველდღიურობის ფსიქოლოგიაში. 2016-ში, Pepperdine University-ს პროფესორმა შექმნა სკალა გონებაგახნილობის გასაზომად. სკალა ოთხი კომპონენტისგან შედგება:

  1. სხვისი აზრის პატივისცემა;
  2. ზედმეტი ინტელექტუალური თავდაჯერებულობის არ ქონა;
  3. ეგოსა და ინტელექტის ერთმანეთისგან გამიჯვნა;
  4. სურვილი, მუდმივად გადახედო საკუთარ შეხედულებებს.

ინტელექტუალურად თავმდაბალი ადამიანი დააგროვებს მაღალ ქულას ოთხივე კომპონენტში. თუმცა, მეცნიერები ხვდებოდნენ, რომ ამ თავსატეხს სხვა ნაწილების ჰქონდა. პროფესორმა Jason Baehr-მა განსაზღვრა გონებაგახსნილობა. მისი კვლევის მიხედვით, შეიძლება იყოთ ინტელექტუალურად თავმდაბალი, გონებაგახსნილი და ცვლილებებისთვის ღია, თუმცა, თუ არ ხართ იმდენად ცნობისმოყვარე, რომ მოუსმინოთ სხვების შეხედულებებს, თქვენ არ ხართ ნამდვილად გონებაგახსნილი. მეცნიერი ამისთვის „დიდი ხუთიანის“ თეორიას იყენებს, რომლის ერთ-ერთი შემადგენელია პიროვნული ნიშანი – გამოცდილებისადმი ღიაობა, ანუ ახალი ინფორმაციის მიღებისთვის მზაობა და ალტერნატივების ძიებისკენ მიდრეკილება.

თუ გამოცდილებისადმი ღიაობა ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სურვილი სცადოთ და გასინჯოთ მწნილის ნაყინი, ინტელექტუალური თავმდაბლობა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ის მოგეწონათ, მიუხედავად იმისა, თუ დასაწყისში ფიქრობდით, რომ არ მოგეწონებოდათ. ადამიანი, რომელსაც ორივე კომპონენტი – გამოცდილებისადმი ღიაობა და თავმდაბლობა აქვს განვითარებული, სავარაუდოა, რომ მოუსმენს სხვებს, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა თუ ასაკისა და ექნება ისეთივე კეთილი კოგნიტური მოქნილობა მათი მოსმენის შემდეგ, როგორიც ფრანკლინს ჰქონდა.

სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ ადამიანების ინტელექტუალურ თავმდაბლობასთან დადებით კავშირშია მოგზაურობა, რაღაც პერიოდის განმავლობაში, სხვა კულტურაში ცხოვრება და ა.შ. ლოგიკურია, ეს დაგეხმარებათ საკუთარ შეხედულებებისა და ღირებულებებს გადახედოთ. არსებობს გონებაგახსნილობის გასაუმჯობესებელი გზები, თუმცა, ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითი ამისთვის ფრანკლინია. მან მოგვცა ხრიკი, რომლის გამოყენებაც ყველას შეგვიძლია. მას უნდოდა სწავლა და განვითარება, ის ცდილობდა გვერდით გაეწია საკუთარი ინტელექტუალური თავდაჯერებულობა. წინადადების დაწყება „შესაძლოა, ვცდებოდე, თუმცა“-თი არ იყო მისთვის მხოლოდ საუბრის უხერხლობისა თუ დაძაბულობისგან დაცვის საშუალება; ეს იყო შანსი, რომელსაც ის საკუთარ თავს, შეხედულებების შესაძლო ცვლილებისთვის აძლევდა.

წყარო: HBR



განხილვა