9
Jul
2018

ერთიანი, ღია სამუშაო სივრცე თანამშრომლებს შორის პირისპირ ინტერაქციას ამცირებს

9 Jul 2018

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ღია სამუშაო სივრცეები კომპანიებში თანამშრომლობისა და შემოქმედების ახალ ერას შექმნის. როგორც წესი, ასეთ ოფისებში ყველა ერთ დიდ, გაუტიხრავ ოთახში მუშაობს. მათ აქვთ საშუალება, ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები და შთააგონონ ახალი იდეები. სპეციალისტების აზრით, ერთიანი, ღია სამუშაო სივრცე პიროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

Apple Park. Michael Estigoy.

ღია სამუშაო სივრცეა, მაგალითად, Facebook-ის მთავარი ოფისი, რომლის ფართობი 10 აკრია (1 აკრი=0,40469 ჰა). ამავე იდეითაა აგებული Apple-ის კოსმიური ხომალდის დიდი ნაწილი (ღირებულება 5 მილიარდი დოლარი). საერთოდაც, 2017 წელს, ა.შ.შ.-ში აშენებულ ოფისების, დაახლოებით, 70%-ს მინიმალური ტიხრები აქვს, რიგ შემთხვევებში კი, დანაყოფები, საერთოდ არ გააჩნია. ექსპერტების შეხედულებების საწინააღმდეგო აღმოჩნდა ღია სივრცეებში დასაქმებული საკმაოდ ბევრი ადამიანის მოსაზრება – მათ ასეთ ოფისში მუშაობა საერთოდ არ მოსწონთ. ამბობენ, რომ არ აქვთ შესაძლებლობა, მარტო, დამოუკიდებლად იფიქრონ და იაზროვნონ, უჭირთ კონცენტრაცია და ხელს უშლით ხმაური. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლებს შორის ინტერაქციის ზრდის მაგივრად, ღია სამუშაო სივრცე, პირიქით, მათ შორის კომუნიკაციას აფერხებს. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (HBR) ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ღია ოფისების სტრუქტურამ და გეგმამ (და არა თანამშრომელთა გაერთიანებამ), შესაძლოა, დასაქმებულთა შორის პირდაპირი კავშირი და პირისპირ (face – to – face, F2F ) ინტერაქცია შეაფერხოს.

ღია სამუშაო სივრცის შექმნამდე და შექმნის შემდგომი ეფექტების გამოსავლენად ჩატარებულ კვლევაში (მკვლევარები: Ethan Bernstein და Stephen Turban) ანონიმურად მონაწილეობდა ორი კომპანია, რომელთა ოფისებიც საერთო სამუშაო სივრცედ ცოტა ხნით ადრე გადააკეთეს და რეალური სურათი თავადაც ძალიან აინტერესებდათ. პირობითად, მათ OpenCo1 და OpenCo2 უწოდეს.

F2F  „ბეიჯები“

კვლევაში მონაწილე თანამშრომლები დათანხმდნენ ეტარებინათ რამდენიმე აპარატურით აღჭურვილი „ბეიჯები“, რომლის საშუალებითაც ექნებოდათ პირისპირ (F2F)ინტერაქცია.

თითოეულ ასეთ „ბეიჯზე“ დამონტაჟებული იყო: მიკროფონი (მფლობელის ყველა ნათქვამი ან მოსმენილი სიტყვის ჩასაწერად), ინფრაწითელი სენსორი (დიალოგის მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის) აქსელერომეტრი, იგივე ვიბრაციის ამსახველი (სხეულის მოძრაობისა და პოზის ამოსაცნობად) და Bluetoth გადამცემი (მფლობელის ლოკაციის ამოსაცნობად).

მონაცემები, დროის მიხედვით (ყოველ 10 მილიწამში), სამ შემთხვევაში ფიქსირდებოდა: თუ 2 და მეტი „ბეიჯი“ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებოდა (აფიქსირებდა ინფრაწითელი სენსორი), მიკროფონები აფიქსირებდნენ თანამშრომელთა საუბარს ან „ბეიჯის“ მფლობელები ერთმანეთთან 10 მეტრის რადიუსში იყვნენ.

კვლევაში OpenCo1-ის 52 და OpenCo2-ის 100 თანამშრომელი მონაწილეობდა. მათ სპეციალისტები ერთიან, ღია სამუშაო სივრცეში გადასვლამდე და მის შემდეგ აკვირდებოდნენ.

შედეგები

OpenCo1 -ის  კვლევამ აჩვენა, რომ საერთო სამუშაო სივრცის გეგმამ და სტრუქტურამ მნიშვნელოვნად შეცვალა თანამშრომლებს შორის ინტერაქცია, საბოლოოდ კი გაუარესდა მათი პროდუქტიულობა. ღია სამუშაო სივრცეში გადასვლამდე ისინი ერთმანეთს აქტიურად ეკონტაქტებოდნენ, პირისპირ საუბრობდნენ და ამ ფორმით განიხილავდნენ სამსახურის საქმეებს. ოფისის სტრუქტურის შეცვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად იკლო თანამშრომლებს შორის პირისპირ ინტერაქციამ, სამაგიეროდ, 56%-ით მოიმატა ერთმანეთისთვის გაგზავნილი „მეილების“ რაოდენობამ. ეს შედეგი აშკარად ეწინააღმდეგებოდა კომპანიის ხელმძღვანელების ჩანაფიქრს.

ანალოგიური შედეგი ჰქონდა OpenCo2 -საც. ანუ ზეგავლენა აქაც უარყოფითი იყო. ღია სამუშაო სივრცეში გადასვლის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლებს შორის პირისპირ ინტერაქცია და პირდაპირი კომუნიკაცია 72%-ით შემცირდა. ეს მაჩვენებლები აისახა კიდეც გუნდის პროდუქციულობაზე.

ადამიანები ქიმიური ელემენტები არ არიან! 

მკვლევარების დასკვნა ასეთია: გარკვეულ ტემპერატურაზე, სხვადასხვა ფაქტორების გავლენით, შესაძლებელია სასურველი ქიმიური ნაერთის მიღება. თუმცა, სანამ ზუსტად არ გავიგებთ, რა ფაქტორებია და როგორ უნდა ვმართოთ თითოეული მათგანი, ამ შემთხვევაში, როგორ დავგეგმოთ და მოვაწყოთ ერთიანი, ღია სამუშაო სივრცე, შედეგი ყოველთვის უარყოფით იქნება. კომპანიაში შემცირდება პირდაპირი კომუნიკაცია და კოლაბორაცია, შედეგად დაეცემა თანამშრომელთა პროდუქტიულობა და რა თქმა უნდა, გაუარესდება გუნდის საერთო მაჩვენებელი და შედეგები.

წყარო: www.bigthink.com



განხილვა