in

ნახევარი საუკუნის შემდეგ

50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანი პირველად კოსმოსში გაფრინდა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ხონისძიების გარეშე არ ჩაივლის. სპეციალურად ამ თარიღთან დაკავშირებით კრასნოგორსკში, ღია ცის ქვეშ მუზეუმის გახსნაა დაგეგმილი და შესაბამისად პროექტში დიზაინერებიც ჩართეს. პროექტის დიზაინზე სააგენტო “Apus Agency”-ა პასუხისმგებელი.

კრეატორებს დაევალათ შეექმნათ იოლად დასამახსოვრებელი და კოსმოსთან დაკავშირებული დიზაინი. ინსპირაციისთვის ალექსეი ლეონოვის ნახატი “შავი ზღვის თავზე” აიღეს.  ნახატი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ალექსეი ლეონოვი იყო პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში აღმოჩნდა.

ლოგოზე კოსმონავტია გამოსახული და მის გვერდით ორი სფეროა. პირველი დედამიწაა, ხოლო მეორე  ხომალდ “Восход-2”-ს ილუმინატორია, საიდანაც პირველად კოსმოსი გამოჩნდა. გაფორმებაში გარდამავალი იისფერი ჭარბობს, რომელიც უწონადობის ასოციაციის შესაქმნელად გამოიყენეს.

 

2 3 4 5

“Gillette” – სუპერ გმირების წვერის საპარსი

“Carlsberg”-ის ბანერი, რომელიც ლუდით გიმასპინძლდებათ