1
Nov
2019

Microsoft-მა ილონ მასკის პროექტი 1 მილიარდით დააფინანსა – რა არის AGI და რა სარგებელს მოიტანს ის

1 Nov 2019

Alta
Alta


მაიკროსოფთმა 1 მილიარდი დოლარით დააფინანსა ილონ მასკის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია OpenAI. ორგანიზაცია ამ რესურსს ისეთი ხელოვნური ინტელექტის (AGI) შექმნას მოახმარს, რომელიც კოგნიტური შესაძლებლობებით, ადამიანის ტვინზე აღმატებული იქნება.

AGI, ანუ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, იქნება სისტემა, რომელსაც შეეძლება მსოფლიო ექსპერტის დონეზე სპეციალიზირდეს მულტიდისციპლინარულ საკითხებში. იმაზე მეტ საკითხში, ვიდრე ადამიანს, ფიზიკურად შეუძლია. ერთ საკითხზე მუშაობისას, ის დაინახავს კავშირებს, გააანალიზებს პრობლემას სხვადასხვა სფეროში არსებული ცოდნის გამოყენებით. OpenAI-ს თქმით, ტექნოლოგია, რომელიც ინვესტიციის შედეგად უნდა შეიქმნას, ყველას მისცემს შესაძლებლობას ეკონომიკური თავისუფლება იგრძნოს.

„AGI-ს შექმნა, კაცობრიობის ისტორიისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნაბიჯი იქნება. ამ მოვლენას აქვს პოტენციალი, შეცვალოს კაცობრიობის ტრაექტორია. ჩვენი მისიაა დავამტკიცოთ, რომ AGI-ს ტექნოლოგია იქნება სასარგებლო მთელი კაცობრიობისთვის და ჩვენ ვმუშაობთ მაიკროსოფთთან ერთად, სუპერკომპიუტერის შესაქმნელად, რომელზეც, შემდგომ, AGI-ს ამუშავებას შევძლებთ“, – ამბობს OpenAI-ს CEO – სემ ალტმანი.

OpenAI 2015 წლიდან არსებობს და მისი მიზანია შექმნას ალგორითმები, რომლებიც ერთდროულად, სხვადასხვა დისციპლინის საკითხში შეძლებენ გარკვევას, ნაცვლად ერთი მიმართულებით (მაგ.: მედიცინა) ორიენტირებისა. მათი მიზანია ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ მულდიდისციპლინარული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ჯანმრთელობა, განათლება და ა.შ.

განხილვა