OpenAI უახლესი ენობრივი მოდელის GPT-5-ის ჩასაშვებად ემზადება, რომელსაც GPT-4.5-ის მოსალოდნელი დებიუტის შემდეგ ვიხილავთ — Orion რამდენიმე კვირაში ჩაეშვება, ხოლო GPT-5 რამდენიმე თვეში.
მიზანი AI შეთავაზებების გაუმჯობესებაა, რათა მომხმარებლებს უკეთესი გამოცდილება შესთავაზონ. სწორედ ამიტომ აპირებს თავისი საუკეთესო ტექნოლოგიების ერთ სივრცეში გაერთიანებას. როგორც ვიგებთ, GPT-5, სხვა ტოპ მახასიათებლებთან ერთად, o3 მოდელსაც მოიცავს, რითაც იგი აპლიკაციების ფართო სპექტრისთვის მეტად გამოსადეგი გახდება.
„GPT-4.5-ის გამოშვების შემდეგ, ჩვენთვის მთავარი მიზანი o-სერიების მოდელების GPT სერიებთან გაერთიანებაა სისტემების შექმნით, რომლებსაც ჩვენი ყველა ხელსაწყოს გამოყენება შეეძლება, ეცოდინება, როდის იფიქროს დიდხანს და როდის, არა და, ზოგადად, გამოსადეგი იქნება ამოცანების ფართო სპექტრისთვის“, — განმარტავს სემ ალტმანი, OpenAI-ის CEO.
უახლესი ენობრივი მოდელის GPT-5-ის გამოშვებით OpenAI მომხმარებელთა ურთიერთქმედების გამარტივებას ცდილობს AI მოდელებთან, რათა განსხვავებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა ვერსიის გამოყენება არ დასჭირდეთ.
ხოლო როგორც კი GPT-5 გახდება ხელმისაწვდომი, უფასო ჩეტბოტის მომხმარებლები ჩვეულებრივ ულიმიტო წვდომას მიიღებენ. Plus-ისა და Pro-ს გამომწერებს კი კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ფუნქციებზე ექნებათ წვდომა.