in

OpenAI რედაქტირების ხელსაწყოს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის

ცოტა ხნის წინ OpenAI-ის ახალ ხელსაწყოზე მოგიყევით, რომელიც ბრენდმა მომხმარებლებს წერისა და კოდირებისთვის შესთავაზა, ახლა კი სწორედ ეს ხელსაწყო ხდება ყველასთვის ხელმისაწვდომი!

დიახ, Canvas-ზე ვსაუბრობთ, რომელიც კომპანიამ ოქტომბერში შემოგვთავაზა, როგორც რედაქტირების ხელსაწყო წერისა და კოდირებისთვის. ჩათვალეთ, რომ ინტერფეისია, რომელიც მომხმარებლის ჩეტბოტის საუბრებშია მოკალათებული და მათ პასუხების რედაქტირებისა თუ ChatGPT-სთან თანამშრომლობის საშუალებას აძლევს. 

სიახლე აქ უკუკავშირის მიღების ფუნქციასა და კომენტარების ფორმების რედაქტირებაშია. მომხმარებლებს კი შეეძლებათ, ცვლილებები ჩეტბოტის შეთავაზებების მიხედვით განახორციელონ.

ამასთან, OpenAI მათ პროგრამულ გაუმჯობესებასაც სთავაზობს — ChatGPT-ში კოდის დაკოპირებითა და ჩასმით, იგი დაინახავს მას და რედაქტირების რეჟიმზე გადაიყვანს, რათა ნებისმიერი პრობლემის პოვნაში დაგეხმაროთ… 

აღსანიშნავია, რომ ეს ამბავი 12 Days of OpenAI-ის მეოთხე დღეს გავიგეთ. ყოველ დღე კომპანია რაღაც ახალს აზიარებს და ამ ეტაპისთვის ის ვიცით, რომ ChatGPT Pro თვეში 200$ იქნება, დეველოპერებზე მეტად მორგებული გახდება და Sora-ს AI ვიდეო გენერატორზე წვდომას უფრო მეტი მომხმარებელი მიიღებს… 

რას ეძებდნენ Google-ში 2024 წელს?

რა დადებითი მხარე აქვს AI-ის ადამიანებისგან განსხვავებულ აზროვნებას