in

OpenAI-ის ChatGPT App Store მუსიკას, შოპინგს და კრეატიულ ინსტრუმენტებს ჩატშივე შემოგთავაზებთ

Lenovo
Lenovo

OpenAI-მ ოფიციალურად ჩაუშვა ChatGPT App Store, რითაც ციფრულ სერვისებთან ინტეგრაციისთვის ახალი გზა შემოგვთავაზა და აპლიკაციები პირდაპირ ჩვენს ჩატებში დაამატა. ამგვარად, სიმბოლოებსა და ინტერფეისებს შორის გადართვის ნაცვლად, მომხმარებლებს ჩეტბოტშივე შეეძლებათ, წვდომა მიიღონ ისეთ ხელსაწყოებზე, როგორებიცაა Apple Music, DoorDash, Instacart, Canva, Adobe, Target, Walmart, Expedia, Spotify და Figma.

ეს მიდგომა ტექნოლოგიების სფეროში ადრეულ გარდამტეხ მომენტს იმეორებს, როცა Apple-ის App Store-მა ვებგვერდი ჩამოსატვირთ გამოცდილებად გარდაქმნა… OpenAI-იც მსგავსად იქცევა. თუმცა აქ აპლიკაციების სათითაოდ ჩაშვების ნაცვლად, ყველაფერი შეუფერხებლად მიდის, იქნება ეს ფლეილისტის შექმნა, ვახშმის შეკვეთა თუ იდეის პრეზენტაციად გარდაქმნა. 

ამ გამოცდილებას მხარს უჭერს OpenAI-ის ახალი Apps SDK, რომელიც, თავის მხრივ, Model Context Protocol-ზეა (MCP) აგებული — მესამე მხარის ხელსაწყოებსა და მონაცემებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ ინტეგრირდნენ ChatGPT-ში. აპლიკაციებს კი საკმაოდ მარტივად @ სიმბოლოს გამოყენებით ან პირდაპირ სახელის აკრეფვით შეგიძლიათ, მოუხმოთ (Apple Music ან @Target). 

თანაც ცვლილებების პირველი ტალღა უკვე აჩვენებს, რამდენად ფართოა კომპანიის სურვილები. თუ Apple Music გამომწერებს ფლეილისტების შექმნის, ალბომების ჩატვირთვისა და სიმღერების ძიების შესაძლებლობას სთავაზობს, DoorDash-ითა და Instacart-ით სასურსათო პროდუქტების შეკვეთა პირდაპირ ჩატიდან შეიძლება, რითაც შეკვეთის მრავალსაფეხურიან პროცესს გვარიდებს თავიდან.

ამას გარდა, OpenAI-მ დეველოპერებს აპლიკაციების წარდგენის შესაძლებლობა მისცა და საშუალება, გამოაქვეყნონ თავიანთი ხელსაწყოები ჩეტბოტში…

რაც შეეხება კონფიდენციალურობის საკითხს, OpenAI მომხმარებლებს აჩვენებს, რა მონაცემებზე მიიღებს აპლიკაცია წვდომას მანამ, სანამ დაკავშირებას გადაწყვეტენ. ხოლო კავშირის შეწყვეტას ნებისმიერ დროს მოახერხებენ. 

ამგვარად, OpenAI-ის მიზანია, ChatGPT-ში საუბრის ბუნებრივად გაგრძელება იყოს შესაძლებელი, რითაც მომხმარებლებს იდეიდან ქმედებისკენ მარტივად გადასვლაში დაეხმარება და ამასთან, მხარს დაუჭერს დეველოპერთა მზარდ ეკოსისტემას. ხოლო, თუ ამას წარმატებით მოახერხებენ და ეს ადამიანებისთვის აპლიკაციებთან ინტეგრაციის ჩვეული გზა გახდება, სრულად შეცვლის გზებს, რომლითაც პროგრამები იქმნება…

ამ საახალწლოდ „ძაანაც ნუ დაიხარჯები“ – დაზოგე ლიბერთის ქეშბექით

„ოლიმპიური თამაშების” მრავალსაუკუნოვანი ისტორია