in

OpenAI-ის კონკურენტმა ახალი AI მოდელი გამოუშვა

M2

როგორც ჩანს, კონკურენცია სულ უფრო მწვავე ხდება… Anthropic-მა, რომლის უკანაც ამაზონის მხარდაჭერილი ხელოვნური ინტელექტი დგას, GPT-4o-ს კონკურენტი თავისი უახლესი მოდელი Claude 3.5 Sonnet გამოუშვა. ინოვაციურ AI მოდელად აღწერენ, რომელიც მხოლოდ წინამორბედებზე სწრაფი კი არ არის, არამედ თავს იწონებს იუმორისა და ხელწერის გაუმჯობესებული უნარებით.

ფიქრობენ, რომ ასე იგი მეწარმეების AI რბოლაში ახალ სტანდარტს აწესებს, Claude 3.5 Sonnet აერთიანებს არაპარალელურ შესრულებას ხარჯთეფექტურობაზე. ეს ინოვაციური მოდელი წინ უსწრებს მომხმარებლებზე ორიენტირებულ კონკურენტებს OpenAI-სა და Google-ს, რომლებიც ბიზნესებს ძლიერ ხელსაწყოებს სთავაზობს ციფრული ტრანსფორმაციებისთვის. 

OpenAI-ის უახლეს GPT-4o მოდელს რომ შევადაროთ, Claude 3.5 Sonnet-მა 6-დან 4 მთავარ თემაში უმაღლესი შედეგები აჩვენა. ეს ტესტები ფოკუსირებული იყო მსჯელობის, კოდირებისა და მათემატიკურ უნარებზე, რითაც მოდელის მოწინავე შესაძლებლობებს უსვამს ხაზს. 

როგორც ვიგებთ, Claude 3.5 Sonnet დიაგრამებისა და გრაფიკების ინტერპრეტაციითაც გამოირჩევა და მათ მომხმარებლებს შესანიშნავი სიზუსტით აჩვენებს. ტექსტების ტრანსკრიფციაც კი შეუძლია ნაკლებად სრულყოფილი სურათებისგან, რაც მნიშვნელოვანი ფუნქციაა ისეთი სექტორებისთვის, როგორებიცაა საცალო ვაჭრობა, ლოჯისტიკა და ფინანსური მომსახურებები.

რაც შეეხება სიჩქარეს, წინა მოდელზე, ანუ Claude 3 Opus-ზე, ორჯერ სწრაფია. შესრულებაც გაუმჯობესებული აქვს, ხარჯთეფექტურიცაა, რითაც Claude 3.5 Sonnet იდეალურ ვარიანტს წარმოადგენს ისეთი კომპლექსური ამოცანებისთვის, როგორებიცაა კონტექსტისადმი მგრძნობიარე მომხმარებელთა მხარდაჭერა და მრავალსაფეხურიანი სამუშაო ნაკადების მართვა. 

საინტერესოა, რომ Claude 3.5 Sonnet-ის ჩაშვებას, თან ახლავს Claude-ის ვებგვერდზე Artifacts-ების ჩაშვება — ეს ახალი ფუნქცია მომხმარებლებს Claude-სთან ინტერაქციის საშუალებას აძლევს დინამიკურ სამუშაო სივრცეში, სადაც შეუძლიათ, დაინახონ, დაარედაქტირონ და მიიღონ AI ქმნილებები რეალურ დროში. 

და თუ როგორ შეძლებს ეს გაუმჯობესებული AI მოდელი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მომავლის შეცვლას, ამას დრო გვაჩვენებს… 

შესაძლოა, მალე FDA-მ პარკინსონის წამალი დაამტკიცოს

Instagram-ზე Live-ს უკვე Close Friends-ებისთვისაც გაუშვებთ