ღრუბელზე დაფუძნებული კოდირების ასისტენტი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების წინაშე არსებული ყველაზე დამღლელი ამოცანების შესასრულებლად შეიქმნა, იქნება ეს ტესტირება, ხარვეზების აღმოფხვრა (Debugging) თუ pull requests-ის განხილვა. ასე დეველოპერებს უფრო მეტი დრო დარჩებათ შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრაზე ფოკუსირებისთვის და სწორედ ეს სურს OpenAI-საც.
ამ ეტაპისთვის Codex კვლევით რეჟიმში ხელმისაწვდომია ChatGPT Pro-ს, Team-ისა და Enterprise-ის მომხმარებლებისთვის. მათ დაცულობას ჰპირდება და ბუნებრივი ენით დაწერილი ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე მუშაობს. გამოდის, დეველოპერებს შეუძლიათ, პირდაპირ სთხოვონ: „ამ მოდულში ყველა დაზიანებული ლინკი იპოვე“, Codex კი მხოლოდ ამ მოთხოვნას კი არ შეასრულებს, არამედ პროცესის მომსწრესაც გახდის მათ.
ამის უკან OpenAI-ის უახლესი codex-1 მოდელის სპეციალიზებული ვერსია დგას, რომელიც სწორედ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების სამუშაოს ერგება. თანაც, Codex ისეა პოზიციონირებული, რომ კი არ ჩაანაცვლოს, არამედ ინჟინრებთან ერთად იმუშაოს. ამასთან, მას საგანმანათლებლო ხელსაწყოდ მიიჩნევენ, რომელიც დეველოპერებს საკუთარი კოდის უკეთ გააზრებაში დაეხმარება და, ამავდროულად, განმეორებად ამოცანებსაც დააჩქარებს.
საინტერესოა, რომ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Cisco, Superhuman და Kodiak, თავიანთ დეველოპერულ გუნდებში Codex-ს უკვე იყენებენ…