in

OpenAI ხელოვნური ინტელექტის მოდელებით ანიმაციას ქმნის 

Lenovo
Lenovo

ჯერ ტექსტურ მოთხოვნებს შეგვაჩვია, ახლა კი OpenAI ფილმებზე გადავიდა — ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახლახან დაადასტურა, რომ Critterz-ის სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე მუშაობს, რომელსაც უმეტესად თავისივე გენერაციული ხელსაწყოებით ქმნის. ასე კი ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ ექსპერიმენტს წარმოადგენს AI კინორეჟისურაში.

პრემიერა 2026 წლის მაისში Cannes Film Festival-ზე გაიმართება და ტყის ბინადრების ამბავს გაგვაცნობს, რომელთა ჰარმონიას უცნობი არღვევს… 

Critterz-ის იდეა OpenAI-ის შემოქმედებით სპეციალისტ ჩად ნელსონს ეკუთვნის, რომელმაც თავდაპირველად პერსონაჟებისა და ფონის შესაქმნელად DALL-E გამოიყენა. კომპანიამ კი ამაში საკმარისი პოტენციალი დაინახა იმისათვის, რომ სრულმეტრაჟიან ვერსიაზე დაფიქრებულიყო. შედეგად, ახლა პროექტს Federation Studios-ის დაფინანსებით Vertigo Films და Native Foreign უძღვებიან. ხოლო სცენარის ავტორები ჯეიმს ლამონტი და ჯონ ფოსტერი არიან, რომელთა ნამუშევრებიც Paddington in Peru-ს მოიცავს. 

Critterz-ის AI ანიმაცია 9 თვეში დასრულდება, ტრადიციული ანიმაციებისგან განსხვავებით, რომელთაც ხშირად 3 წელზე მეტი სჭირდება. ბიუჯეტი 30 მილიონ დოლარზე ნაკლებია, რითაც მართალია, Pixar-ის ან DreamWorks-ის სტანდარტებს ჩამოუვარდება, მაგრამ AI მხატვრული ფილმისთვის ნამდვილად მსუყე ბიუჯეტს წარმოადგენს. 

ფილმის ვიზუალური მასალის დიდ ნაწილს OpenAI-ის ინსტრუმენტები, მათ შორის GPT-5, Sora და DALL-E შექმნის, ადამიანი მხატვრები ესკიზებზე იმუშავებენ, ხოლო გამხმოვანებლები პერსონაჟების გაცოცხლებაზე იზრუნებენ. 

ასე კი OpenAI-ს სურს აჩვენოს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მკვეთრად შეამციროს დრო და ხარჯები ანიმაციის კეთებისას თანაც ისე, რომ არც ადამიანთა ჩართულობა გამორიცხოს. ამიტომ, მიზანი ახლა უბრალოდ იმის გაგებაა, თუ რამდენად შეუძლია გენერაციულ AI-ს ტრადიციულ ხელოვნებასთან თანაარსებობა.

გორდონ რემზი Burger King-ის სამზარეულოში არ მიიღეს

„AI -ის გამოყენება ბიზნესში“ – ტატა მომცელიძე საქართველოს ბანკის ვორკშოპიდან რჩევებს გვიზიარებს