in

OpenAI-სა Microsoft-ს შორის პარტნიორობის გაფართოება ოფიციალურად დადასტურდა

veon
veon

OpenAI-მ ოფიციალურად დაადასტურა Microsoft-თან თანამშრომლობა. გამოდის, ChatGPT-ის შემქმნელები ტექნოლოგიურ გიგანტთან პარტნიორობას აფართოებენ, რაც საინტერესო ცვლილებებს უნდა მოასწავებდეს.

გუშინ დილას გამოქვეყნებულ პრესრელიზში AI კომპანიამ Microsoft-თან მრავალწლიანი პარტნიორობის განახლებაზე ისაუბრა. „Microsoft-ის მიერ გასულ და მიმდინარე წლებში ჩადებული მილიარდობით ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს, დამოუკიდებელი კვლევა განვაგრძოთ და შევქმნათ უსაფრთხო, გამოსადეგი და მძლავრი ხელოვნური ინტელექტი“.

ცოტა ხნის წინ The Information გვატყობინებდა, რომ ამ პარტნიორობის მთავარი მიზანი AI ალგორითმების MS Word-სა და Microsoft Office-ის სხვა პროდუქტებში ჩაშენება იყო. ამავე სტატიაში, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ეწერა ვარაუდი, რომ მაიკროსოფტი OpenAI-ის ტექნოლოგიებს Word-ში აქამდეც იყენებდა. ხოლო Semafor-ის ცნობით, პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.

ეს გარიგება, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი მაჩვენებელია იმისა, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები არა მხოლოდ დიდ ყურადღებას აქცევენ AI-ის, არამედ მზად არიან სერიოზული ფულადი ინვესტიცია განახორციელონ მასში.

როგორ დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრება – მოკლე გზამკვლევი პირველი ნაბიჯების გადასადგმელად

Balena-მ 100%-ით ბიოდეგრადირებადი ჩუსტები შექმნა