in

OpenAI-მ GPT 4.5 მოდელი გამოუშვა!

M2

Orion-ის სახელით OpenAI-მ GPT 4.5 მოდელი გამოუშვა და დიდი ნახტომი შემოგვთავაზა AI ტექნოლოგიებში. მეტად ნაფიქრი და ადამიანების მსგავსი პასუხებით, ღირებულ რესურსად გვევლინება ინდუსტრიებისთვის, რომლებიც მსგავს მოდელებს ეყრდნობა. ადრეული ტესტირებაც აჩვენებს მის დიდ პოტენციალს შემოქმედებით ამოცანებსა თუ კომპლექსური პრობლემების გადაჭრაში. 

ქვემოთ კი რამდენიმე ასპექტზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რომლებიც GPT 4.5-ს წინამორბედებისგან განასხვავებს:

  • ემოციური ინტელექტი და შემოქმედებითობა

უკეთ ამოიცნობს და უპასუხებს ემოციურ მინიშნებებს, შესაბამისად, პასუხებიც კონტექსტზე მორგებული იქნება და ისეთი შემოქმედებითი ამოცანებისთვის გამოდგება, როგორებიცაა ბრეინშტორმინგი, იდეების გენერირება თუ წერაში დახმარება. 

  • შემცირებული ჰალუცინაციები

აღნიშნული მაჩვენებელი GPT 4.5-ის შემთხვევაში 37.1%-მდეა შემცირებული, როცა GPT 4-ის მოდელში ჰალუცინაციების მაჩვენებელი 61.8%-ს უდრიდა. ეს კი პირდაპირ შეგვიძლია, ვთარგმნოთ უფრო სანდო პასუხებად. 

  • გაუმჯობესებული ინტერაქციის ფუნქციები

არსებულ შესაძლებლობებს OpenAI ახალი ფუნქციებით აუმჯობესებს, მათ შორის ვებზე ძიების ფუნქციონალი, ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად საჭირო ჩარჩო და ფაილებისა თუ სურათების დამუშავების შესაძლებლობები. 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფასიც შესაბამისია — მილიონი ტოკენის ფასი 75 დოლარამდე გაიზარდა. ამ ეტაპისთვის კი მხოლოდ ChatGPT Pro-ს გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

4Hospitals – განვითარების ახალი ეტაპი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საჯარო მეტყველების კონკურსის პირველი ტური გაიმართა