in

OpenAI-ის თქმით, GPT-4 კონტენტის მოდერაციაში რევოლუციას მოახდენს!

დიახ, თუ OpenAI-ის დავუჯერებთ, GPT-4-ის უახლესი ტექნოლოგიით კონტენტის შექმნა სულ უფრო გამარტივდება და მეტად სწრაფიც გახდება. AI დეველოპერი ამბობს, რომ მისი ინსტრუმენტები კონტენტის პოლიტიკის შესაქმნელად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ გზით პოსტებზე გადაწყვეტილებასაც იმაზე უფრო სწრაფად მივიღებთ, ვიდრე ამჟამინდელი მოდერაციის ტექნიკები გვთავაზობს. აპლიკაცია კი ახლა სატესტო რეჟიმშია და ისინი მომხმარებლებსაც მოუწოდებენ, ჩაატარონ ექსპერიმენტები.

GPT-4-ის მქონე კონტენტის მოდერაციის სისტემა პროცესს თვეებიდან საათებამდე ამცირებს, შეუძლია წესებისა თუ ნიუანსების ინტერპრეტირება გრძელი კონტენტის პოლიტიკის დოკუმენტში. ამასთან, პოლიტიკის განახლებებზე მყისიერად მორგება. გვჯერა, რომ ეს შემოგვთავაზებს ციფრული პლატფორმების მომავლის მეტად პოზიტიურ ხედვას, სადაც AI ადამიანი მოდერატორების გონებრივ ტვირთს შეამსუბუქებს, ხოლო ყველას, ვისაც OpenAI API აქვს, ამ მიდგომის დანერგვა საკუთარი AI მოდერაციის სისტემის შექმნით შეეძლება, — აცხადებენ კომპანიაში.

თვეების საქმის საათებამდე შემცირებით ChatGPT-4 აპლიკაციები თანამშრომლებს მეტ დროს გამოუთავისუფლებს, რათა უფრო კომპლექსურ გადაწყვეტილებებზე ფოკუსირდნენ, ისეთებზე, რომლებიც კონტენტის პოლიტიკის რღვევის ექსტრემალურ სიტუაციებს უკავშირდება. ამასთან, ისინი სიძულვილის ენის შემცველი პოსტებისა და შეუსაბამო ფოტოების უფრო დიდი რაოდენობით განხილვასაც შეძლებენ.

უნდა უპასუხონ თუ არა ბრენდებმა ვირუსულ დეზინფორმაციებს?

თბილისის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილები