in

OpenAI-მ GPT-4o-ის მინი მოდელი გამოუშვა!

Briano.ai
Briano.ai

OpenAI-მ Generative Pre-trained Transformer-ის (GPT) ოჯახის ახალი წევრი გაგვაცნო — GPT-4o mini, რომელსაც ყველაზე ხარჯეფექტურ პატარა მოდელად აღწერს. სახელიდანაც მარტივად მისახვედრია, რომ GPT-4o-ის პატარა, გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს. მომხმარებლებს კი ჰპირდება, რომ თანამედროვე AI შესაძლებლობებზე მეტ წვდომას უფრო დაბალ ფასად და სწრაფად შესთავაზებს. 

ამბობენ, რომ GPT-4o mini ტექსტზე დაფუძნებულ ამოცანებს აჯობებს. GPT-3.5 Turbo-ს ტექსტებშიც გადაუსწრებს და დასაბუთებაშიც, მათემატიკურ მსჯელობასა (MGSM) და კოდირებას (HumanEval) მასზე უკეთ შეძლებს. ორივე კრიტერიუმზე 87%-იანი მაჩვენებლით GPT-4o mini ღირსეულად აჩვენებს თავის ძალას კომპლექსურ ამოცანებთან გამკლავებაში. მეტიც, მრავალი ენის მხარდაჭერა მას იდეალურს ხდის სხვადასხვა პროექტისთვის.

მიუხედავად ჩამოთვლილი დადებითი მხარეებისა, ფიქრობენ, რომ GPT-4o mini-ის მიმზიდველობა მისი ეკონომიურობაა — ის 60%-ით იაფია GPT-3.5 Turbo-ზე! ეს კი დეველოპერებსა და ბიზნესებს შესანიშნავ შანსს სთავაზობს, ჩართონ AI თავიანთ ოპერაციებში, დამატებითი ხარჯების გარეშე. მსგავსად, ინდუსტრიებს შორის ინოვაციურობასაც უხსნის გზას და მრავალ ამოცანაში დახმარებას გვპირდება, იქნება ეს მომხმარებელთა მომსახურება ჩეტბოტებით თუ მონაცემთა ანალიზი. 

იმაზეც უსვამენ ხაზს, რომ GPT-4o mini-ის შესაძლებლობები ელ.ფოსტების შაბლონებისა და ესსეების შედგენით არ შემოიფარგლება. ამჟამინდელი API-ით ტექსტისა და ხედვის მხარდაჭერაც აქვს, რაც სამომავლოდ აუდიო და ვიდეო ფუნქციების გააქტიურებად შეგვიძლია, ვთარგმნოთ.

თანაც, OpenAI-მ უკვე დაიწყო GPT-4o mini-ის თავის პოპულარულ ChatGPT პლატფორმაზე ინტეგრირება. Free-ის, Plus-ისა და Team-ის მომხმარებლებსაც შეუძლიათ გამოცადონ განვითარებული მოდელის შესაძლებლობები, რომლითაც მარტივად ჩაანაცვლებენ მანამდე არსებულ GPT-3.5 Turbo-ს მოდელს. მეტიც, მასზე მეწარმეებიც მიიღებენ წვდომას…

ჩვენ წარმოვიდგენთ მომავალს, რომელშიც მოდელები შეუფერხებლად ინტეგრირდება ყველა აპლიკაციასა და ვებგვერდზე. GPT-4o mini დეველოპერებს გზას უკვალავს, მეტად ეფექტურად და ეკონომიურად შექმნან თუ დანერგონ ძლიერი AI აპლიკაციები, — აცხადებენ OpenAI-ში. 

Setanta Sports-ის ანტიპირატული კამპანია – არ გაუტეხო მერაბს!

„ელიტ ელექტრონიქსში” Samsung Galaxy Z Fold 6 | Z Flip 6-ის გაყიდვები დაიწყო