in

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლა — GPT-4o

Briano.ai
Briano.ai

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის უახლესი განახლება წარმოადგინა ­— GPT-4o; ის ეფუძნება წინამორბედების გამოცდილებას, მაგრამ ციფრული სამყაროს უახლესი მიღწევის — OMNI-ს წყალობით, ტექნოლოგიური გიგანტი მომდევნო საფეხურზე ავიდა. სახელწოდებაში ნახსენები „O“ ნიშნავს ჩატის უნარს გაუმკლავდეს არა მხოლოდ ტექსტს, არამედ მეტყველებასა და კოდის დამუშავებას. განახლებული, ბევრად ინტუიციური ინტერფეისი და ფუნქციები, მომხმარებელს მასთან საუბარს უმარტივებს და ინტერაქციაც უფრო მიმზიდველი ხდება.

GTP-4o-ს GTP-4-ის ინტელექტუალური ძალა აქვს, მაგრამ ბევრად სწრაფი და მოსახერხებელია. მისი დახმარებით გაუმჯობესდა ტექსტის, ხმისა და გამოსახულების დამუშავება. ხელმისაწვდომი კი იქნება როგორც უფასო, ასევე ფასიანი ვერსიები.

 ChatGPT დესკტოპ აპლიკაცია

აღსანიშნავია ახალი დესკტოპ აპლიკაცია macOS-სთვის, რომელიც მოსახერხებელი მალსახმობით (Option + Space) შეგიძლიათ გამოიძახოთ. მომხმარებელს აპლიკაციასთან ხმოვანი კონტაქტის დამყარება შეეძლებათ. ის Plus მომხმარებლებისთვის დღეიდან არის ხელმისაწვდომი, სხვებისთვის კი უახლოეს კვირებში გაიხსნება. ჯერჯერობით Windows ვერსია არ ჩანს, მაგრამ, როგორც ამბობენ, წლის ბოლოს ამასაც ვიხილავთ.

GPT-4o-ს ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია გამოსახულების გაფართოებული აღქმა. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია ფოტო გადაუღოს მენიუს, რომელიც უცხო ენაზეა შედგენილი და მყისიერად მიიღოს თარგმანი, გაეცნოს სამზარეულოს ისტორიას ან წაიკითხოს რეკომენდაციები.

მომავალი განახლებები ბევრად ბუნებრივ ხმოვან ინტერაქციას გვპირდება. მაგალითად, ვიდეო გამოსახულების რეალურ დროში ანალიზს, როგორიცაა სპორტული შეჯიბრებების კომენტირება. GPT-4o საუბრობს დაახლოებით 50 ენაზე, რაც გლობალური აუდიტორიის მოზიდვას უზრუნველყოფს.

ChatGPT, მომხმარებლებს, რომლებიც უფასო ვერსიას იყენებენ, GPT-4o-ს გამოყენების შესაძლებლობასაც სთავაზობს, თუმცა, რა თქმა უნდა, შეზღუდული წვდომითა და ფუნქციებით.

ნახეთ: ხელოვნების ნიმუშებად ქცეული გატეხილი თეფშები

Genesis-მა ძაღლებისთვის მანქანის კონცეფცია შექმნა