ამგვარად, OpenAI-იმ მისთვის ყველაზე განვითარებული AI მოდელი GPT-5 ჩაუშვა და ჩეტბოტი ყველა მომხმარებლისთვის გახადა ხელმისაწვდომი. იმ ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც ChatGPT-ის მომსახურებაში არაფერს იხდიან! განახლება უფრო ძლიერ დასაბუთების უნარებზე, სიზუსტესა და გაუმჯობესებულ უსაფრთხოებზეა ფოკუსირებული, იმ ახალ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც ჩეტბოტს მეტი ადაპტაციის უნარს ანიჭებს და მომხმარებელზე მორგებულსაც ხდის.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება ის არის, რასაც OpenAI „ჩაშენებულ აზროვნებას“ უწოდებს. ამ შემთხვევაში მოდელი პრობლემას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება მანამ, სანამ პასუხს შემოგთავაზებთ. ეს უკანასკნები ადრე მხოლოდ გამომწერებისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ახლა ყველასთვის სტანდარტად იქცევა.

კომპანიის თქმით, GPT-5 უფრო საიმედო პასუხებს შემოგვთავაზებს უსაფრთხოების ტესტირების 5000 საათზე მეტის გავლის ხარჯზე, რითაც პასუხები სასარგებლოცაა და მკაფიო ლიმიტებით შემოფარგლული.
ჩეტბოტის გაუმჯობესებები კონკრეტულ მიმართულებებს შეეხო, მათ შორისაა კოდირებაც — GPT-5-მა უმაღლესი ქულები აიღო SWE-bench Verified-ისა და Aider Polyglot-ის ტესტირებებში, რაც ადასტურებს, რომ მას მინიმალური ინსტრუქციებით სრულყოფილი პროგრამული ინტერფეისების შექმნა შეუძლია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებში კი იგი ინფორმაციების უკეთეს ინტერპრეტაციებს შემოგვთავაზებს — თუმცა OpenAI ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩეტბოტმა პროფესიონალი ექიმების რჩევები არ უნდა ჩაანაცვლოს.

ამასობაში, ChatGPT-ის ინტერფეისიც განახლდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ჩატის ფერების პერსონალიზება შეუძლიათ, ისეთი პერსონალური პარამეტრების არჩევა, როგორებიცაა Cynic ან Listener, შემდგომ კი Google Calendar-თან დაკავშირება მათთვის საჭირო დახმარების მისაღებად.
რაც შეეხება ხმოვან რეჟიმს, Advanced Voice-ის სისტემად იქცა. ახლა უფრო ბუნებრივად მიჰყვება ინსტრუქციებს და ტონს საუბრის სხვადასხვა სტილსაც შეუსაბამებს.

დეველოპერებისთვის GPT-5-ის სამი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი: GPT-5, GPT-5 Mini და GPT-5 Nano, თითოეული კი სხვადასხვა სიჩქარითა და ღირებულებითაა წარმოდგენილი. 256 ათასი ე. წ. კონტექსტური ფანჯრის მხარდაჭერას გვთავაზობს და ახალ API ინსტრუმენტებსაც ამატებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ყოველკვირეულად ჩეტბოტს 700 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს, GPT-5-ის ნაგულისხმევ მოდელად დაყენება მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ნაბიჯს წარმოადგენს, რომ აღარაფერი ვთქვათ კონკურენტების დამარცხების მცდელობაზე, იქნება ეს Google-ის Gemini, Anthropic-ის Claude და Meta-ს Llama.
დაბოლოს, მეწარმეებისა და საგანმანათლებლო ანგარიშები წვდომას შემდეგ კვირაში მიიღებენ, რითაც GPT-4o-ს ფინალური გადაცემა აღინიშნება და OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიური გამოყენებით ახალი ეპოქაც დაიწყება…













