ამბავი ასეთია — OpenAI-ის უახლესი მოდელი უკეთესი დასაბუთებისა და პრობლემების გადაჭრის უნარებით შემოგვთავაზეს. ეს იმას ნიშნავს, რომ OpenAI o1 მოდელების სერია, რომელიც o1-preview-სა და o1-mini-ის მოიცავს, ახლა უკეთ შეძლებს კომპლექსური ამოცანების ამოხსნას, დამატებით დროს დაუთმობს ფიქრს მანამ, სანამ პასუხს შემოგთავაზებთ… ეს მეთოდი კი ადამიანის მსგავს დასაბუთების უნარს ბაძავს და სურს, AI ხელსაწყო ისეთი სფეროებისთვის შემოგვთავაზოს, როგორებიცაა მეცნიერება, მათემატიკა და კოდირება.
ამის მერე ცოტა უცნაური კია პროექტს Strawberry რომ დაარქვეს, თუმცა o1-ის დებიუტი უკვე შედგა ChatGPT-ში. კომპანიის მიხედვით, International Mathematics Olympiad-ის (IMO) საკვალიფიკაციო გამოცდაში 83% აიღო, რითაც წინამორბედი GPT-4o-ის 13%-იანი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ხოლო კოდირების კონკურსში 89% აჩვენა, რითაც დაამტკიცა, რომ კომპლექსური ამოცანების ამოხსნა შესანიშნავად გამოსდის — „ჩვენს ტესტირებებში განახლებული მოდელი დოქტორანტების მსგავსად უმკლავდება ამოცანებს ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში, ასევე აღმოვაჩინეთ, რომ იგი მათემატიკასა და კოდირებაშიც გამოირჩევა“.
o1-ის მოდელს ფიქრის დახვეწის უნარიც აქვს განმეორებითი პროცესებით, განსხვავებული სტრატეგიების ცდითა და შეცდომების აღმოჩენით. მოდელს შეუძლია, დროთა განმავლობაში პასუხები გააუმჯობესოს და მეტად სანდო გამოსავალიც შემოგთავაზოთ რთული პრობლემებისთვის.
ხოლო უფრო სწრაფ და ბიუჯეტურ ალტერნატივას o1-mini-ის სახით გვთავაზობენ, რომელზეც ამბობენ, რომ o1-ზე 80%-ით იაფი იქნება. ორივე მათგანი უკვე ChatGPT Plus-ისა და Team-ის მომხმარებლებისთვის ჩეტბოტშივეა ხელმისაწვდომი API-ის მეშვეობით. თუმცა o1-ისთვის ყოველკვირეული ლიმიტი 30 შეტყობინება იქნება, როცა მინი ვერსიისთვის ლიმიტი 50-ს შეადგენს.
ამგვარად, თუ Adobe-მ სულ ახლახან ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად გამოიყენა, ახლა მას OpenAI მეცნიერების, მათემატიკისა და კოდირებისთვის მიმართავს. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ AI-ის შესაძლებლობები უსაზღვროა…