in

OpenAI-მ ახალი o3 და o4-mini მოდელები გამოუშვა

Briano.ai
Briano.ai

სულ ახლახან OpenAI-მ ახალი AI ოჯახი გაგვაცნო, ახლა კი მისთვის ყველაზე განვითარებულ დასაბუთების მოდელებს უშვებს. o3 და o4-mini სხვა მოდელებზე უკეთესია მათემატიკაში, კოდირებაში, მეცნიერებაში, დასაბუთებასა და ვიზუალების გააზრებაში. მეტიც, o4-mini კონკურენტულ უპირატესობას იძენს ფასის, სისწრაფისა და შედეგების მხრივ — დეველოპერები კი სწორედ ამ სამი ფაქტორის მიხედვით აკეთებენ არჩევანს. 

განსხვავებით წინა დასაბუთების მოდელებისგან, o3 და o4-mini პასუხებს ChatGPT-ის ხელსაწყოებით აგენერირებს და ამას ვებისთვის, პითონის კოდისთვის, სურათების დამუშავებისა და გენერირებისთვის მიმართავს. არსებულ მოდელებს o4-mini-high-ც ემატება, რომელიც პასუხების მოწოდებას უფრო მეტ დროს ანდომებს, თუმცა, მეტად სანდოცაა და ხელმისაწვდომია OpenAI-ის Pro-ს, Pluისა და Team-ის წევრებისთვის.

თუ OpenAI-ის მონაცემებს დავუჯერებთ, o3-ის კოდირების უნარებმა ტესტში 69.1% აიღო. რაც შეეხება o4-mini-ის, მისი პასუხიც მსგავსია და 68.1%-ს შეადგენს. o3-mini-ისთვის ეს მაჩვენებელი 49.3%-ს უდრის, ხოლო Claude 3.7 Sonnet-ისთვის 62.3%-ს. 

კომპანიის თქმით, o3 და o4-mini მოდელები სურათების დახმარებით ფიქრობს, რაც პრაქტიკაში ასე გამოიყურება: თუ ChatGPT-ში სურათებს ატვირთავთ, იქნება ეს სკეტჩები თუ დიაგრამები PDF-ის სახით, მოდელი გაანალიზებს სურათებს მანამ, სანამ პასუხის გაცემას გადაწყვეტს. ახალი უნარების დახმარებით, დაბლარული, დაბალი ხარისხის ფოტოების გაანალიზებაც არ არის პრობლემა…

სურათების დამუშავების შესაძლებლობის გარდა, o3-ს და o4-mini-ს პითონის კოდის გაშვება და განხორციელება პირდაპირ თქვენს ბრაუზერში ChatGPT-ის Canvas ფუნქციის საშუალებით შეუძლია.

OpenAI-ის სამივე მოდელი ხელმისაწვდომი იქნება Chat Completions API-ისა და Responses API-ის მეშვეობით. მომდევნო კვირებში კი კომპანია o3-pro-ს გაშვებას გეგმავს, რომელიც პასუხებისთვის მეტ გამოთვლით რესურს იყენებს და ექსკლუზიურად ChatGPT Pro-ს გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

დააგროვეთ 5-ჯერ მეტი PLUS ქულა City Mall-ში – საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზება

ციფრები, რომლებიც არასდროს ქრება — კამპანია ჰოლოკოსტის შესახებ