OpenAI-მ ახლახან o3-pro მოდელი ჩაუშვა და ამტკიცებს, რომ მისი მოდელებიდან ყველაზე კარგია. რაღა თქმა უნდა, o3-ის გაგრძელებაა, რომელიც სტარტაპმა გასულ წელს გაგვაცნო. აქვე შეგახსენებთ, რომ ტრადიციული ხელოვნური ინტელექტის მოდელებისგან განსხვავებით, მსჯელობის მოდელები პრობლემებს ნაბიჯ-ნაბიჯ აგვარებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, იმუშაონ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ფიზიკა, მათემატიკა და კოდირება.
o3-pro უკვე ხელმისაწვდომია ChatGPT Pro-სა და Team-ის მომხმარებლებისთვის, რითაც o1-pro მოდელს ანაცვლებს. რაც შეეხება Enterprise-ისა და Edu-ს გამომწერებს, ისინი წვდომას შემდეგი კვირიდან მიიღებენ.
„ექსპერტების შეფასებით, რეცენზენტები ყოველთვის უპირატესობას ანიჭებენ pro მოდელებს, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში, როგორებიც მეცნიერება, განათლება, პროგრამირება, ბიზნესი და წერაში დახმარებაა. ამასთან, o3-pro-მ უფრო მაღალი შეფასებები დაიმსახურა სიცხადის, მრავალმხრივობის, ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულებისა და სიზუსტის კუთხით“.
o3-pro-ს ისეთ ხელსაწყოებზე აქვს წვდომა, რომლებიც საშუალებას აძლევს, მოიძიოს ვებგვერდები, გააანალიზოს ფაილები, გამოიყენოს Python, შემოგვთავაზოს პერსონალიზებული პასუხები და ა. შ. ერთი ნაკლი ის არის, რომ o1-pro-სთან შედარებით, პასუხების გასაცემად უფრო მეტი დრო დასჭირდება. ამას ისიც ემატება, რომ O3-pro-ს სურათების გენერირება არ შეუძლია და არც Canva-ს მხარდაჭერას გვთავაზობს.
ამ ეტაპისთვის O3-pro-ს ჩატის ფუნქცია დროებით გამორთული აქვს, მანამ, სანამ ტექნიკურ პრობლემას მოაგვარებენ… კარგი კი ის შეგვიძლია გითხრათ ახალ მოდელზე, რომ საოცარი შედეგები აჩვენა ხელოვნური ინტელექტის პოპულარულ ტესტებში — AIME 2024-ზე მათემატიკურ უნარებში Google-ის საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის მოდელ Gemini 2.5 Pro-ს აჯობა, GPQA Diamond-ზე კი O3-pro-ს Claude 4 Opus ჩამოიტოვა უკან, რომელიც უკვე სამეცნიერო ცოდნას აფასებს…