in

OpenAI-მ ორი ახალი უფასო AI მოდელი ჩაუშვა

ამერიკულ და ჩინურ კომპანიებს ღირსეული კონკურენცია რომ გაუწიოს, OpenAI-მ ორი ახალი AI მოდელის გამოშვება გადაწყვიტა, რომელთა უფასოდ გადმოწერა და შეცვლაა შესაძლებელი — gpt-oss-120b-ისა და gpt-oss-20b-ის Open-weight language models-ის ჩაშვება იმ დროს მოხდა, როცა ChatGPT-ის ავტორი ზეწოლის ქვეშ მოექცა, გაეზიარებინა თავისი პროგრამული უზრუნველყოფის შიდა ფუნქციონირების პრინციპები.

„2015 წელს რომ დავუბრუნდეთ, რა დროსაც ყველაფერი დაიწყო, OpenAI-ის მისიაა, უზრუნველყოს, რომ AGI (Artificial General Intelligence) მთელ კაცობრიობას მოუტანს სარგებელს“, — ამბობს სემ ალტმანი, OpenAI-ის დირექტორი.

რაც შეეხება უშუალოდ Open-weight language models-ს, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში, ის არის, რომელიც გაწვრთნისას გამოყენებულ პარამეტრებს საჯაროს ხდის. ამგვარად, მომხმარებლებს მისი დახვეწის შესაძლებლობას სთავაზობს. 

„პირველი შემთხვევაა, როცა open-weight მოდელს ვუშვებთ და ეს ნამდვილად საოცარია“.

OpenAI-ის თანახმად, ახალი, მხოლოდ ტექსტზე დაფუძნებული მოდელები დაბალ ფასად გვთავაზობს ძლიერ შედეგებს. ამგვარად, ისეთი AI საქმეებისთვისაა გამოსადეგი, როგორებიცაა ინტერნეტში ძიება ან კომპიუტერული კოდის წარმოება. თანაც, კომპიუტერების ადგილობრივ სისტემებზეც მარტივად ეშვება — „ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩაშვება კვლევის ახალ ტიპებსა და ახალი პროდუქტების შექმნას გახდის შესაძლებელს“.

ასე რომ მოხდეს, OpenAI ფრანგული ტელეკომუნიკაციების გიგანთ Orange-სა და ღრუბელზე დაფუძნებულ მონაცემთა პლატფორმა Snowflake-თან თანამშრომლობს. თანაც, მოდელი ისეა შემუშავებული, რომ მავნე მიზნებისთვის გამოყენება გამორიცხოს… 

ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება – საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში თსუ-ც მონაწილეობს

ბიზნეს ნაკრები M საკომისიოს გარეშე — საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება