in

OpenAI-ის პირველი რებრენდინგი — განახლებული ლოგო, შრიფტი და ფერები

წარმოიდგინეთ, უცბად, თქვენ მიერ შექმნილი კვლევითი კომპანია ტექნოლოგიების ტიტანად რომ იქცეს, ხელსაწყოდ, რომელსაც ყოველკვირეულად 300 მილიონი ადამიანი იყენებს. რაღაც ასეთი მოხდა OpenAI-ის შემთხვევაშიც. ეს ამბავი კი ციფრებში შემდეგნაირად გამოიყურება: 2022 წელს სატესტოდ ჩაშვებულმა ChatGPT-მ 5 დღეში მილიონი მომხმარებელი შეიძინა, 2023 წელს 29 მილიარდი დოლარიდან კომპანიის ღირებულება 2024 წელს 157 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ამ მომენტისთვის 340 მილიარდ დოლარს აღწევს. სტატისტიკას კი ახლა რებრენდინგით პასუხობენ.

BOG
BOG

თუ ადრე კონკურენტებს ესთეტიკური მხარით ჩამორჩებოდა და მის ნიშნებს, შრიფტებსა თუ ფერებს მკაფიო სტრატეგია და ერთიანობა აკლდა, ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა — განახლებულ იდენტობას, ლოგოსა და ფერებს გვაცნობენ. ამ ამბის უკან კი დიზაინერები ვეიტ მოელერი და შანონ ჯაგერი დგანან, რომლებიც ABC Dinamo-სა და Studio Dumbar-თან ერთად მუშაობდნენ. თუმცა პროცესში ჩეტბოტებიც დაიხმარეს, რატომ, ამას ქვემოთ მოგიყვებით.

გამომდინარე იქიდან, რომ OpenAI-ის მოგზაურობა კვლევითი ლაბორატორიიდან იწყება და გლობალური ყურადღების ქვეშ მყოფი ორგანიზაციით მთავრდება, მოელერსა და თავის გუნდს ისეთი ვიზუალური იდენტობის შექმნა დაავალეს, რომელიც მეტად ორგანული და ადამიანური იქნებოდა, ისე, რომ არც ავტორიტეტზე, არც ტექნოლოგიურ ცოდნაზე და არც კვლევაზე დაეკარგათ ფოკუსი.

არსებული გრაფიკული ენა ელემენტებად დაყვეს, ახალ შრიფტად OpenAI Sans შემოგვთავაზეს, 6 ან 7 ვარიაციით, რომელთაც კომპანიის სხვადასხვა პროდუქტში შევხვდებით. Blossom-ის ლოგოც შესაბამისად განაახლეს, რომლის 2 გადაჯაჭვული სამკუთხედი Seed of life-ის სახელითაცაა ცნობილი და ორგანულ, ადამიანურ საფუძვლებს ეხმიანება. ახალი ფერთა პალიტრაც წარმოგვიდგინეს. ეს ყველაფერი კი კულმინაციას ემოციურ წერტილში აღწევს, პულსირებად ცისფერ დისკში, რომელიც მომხმარებლის AI-სთან ინტერაქციაზე მიგვითითებს:

რებრენდინგის ფარგლებში ახალ გამოსახულებებსაც იხილავთ, რომლის უკან გამოცდილი ფოტოგრაფები და Sora-ს მიერ შექმნილი ტექსტურები თუ შაბლონები დგას:

ეს ძალისხმევა მერჩენდაიზინგშიც გადაიზარდა: 

OpenAI-ში ჩვენ გვჯერა, რომ ტექნოლოგიამ უნდა გააძლიეროს და არ ჩაანაცვლოს ადამიანის შემოქმედებითობა, ჩვენი ბრენდის ენა ადამიანური გამოცდილების ნიუანსებზეა აგებული — იმ გზებზე, რომლითაც ფოტოები აღვიძებს მეხსიერებას, ტიპოგრაფია ატარებს ტონს, მოძრაობა კი იდეების გაცოცხლებაზე მიგვანიშნებს“.

აღსანიშნავია, რომ რებრენდინგში, სპეციალისტებთან ერთად, DALL·E, ChatGPT და Sora დაიხმარეს, რითაც ადამიანური ინტუიცია AI-ის გენერაციულ პოტენციალს შეხვდა და შემოგვთავაზა არამარტო ინოვაციური, არამედ საფუძვლიანად ადამიანური ბრენდი.

ახალი იდენტობის დებიუტი უკვე შედგა OpenAI.com-ზე და მას ChatGPT-ის როგორც ბრაუზერში, ისე აპლიკაციაშიც იპოვით.

„განკითხვის დღის საათი“ ახალი დიზაინით: როგორ გარდაქმნეს მსოფლიოს ყველაზე დამაფიქრებელი სიმბოლო

TikTok-ის მსგავსმა ვიდეოებმა LinkedIn-ზე გაამართლა