in

როგორი შეიძლება იყოს ჩაშლილი კადრები, როცა კინოს Sora იღებს? — OpenAI-მ ვიდეო გამოაქვეყნა

Lenovo
Lenovo

OpenAI ხუმრობის ხასიათზეა, ამიტომაც თავისივე ვიდეოების გენერაციის მოდელი Sora-სთვის ე. წ. ბლუპერი გამოუშვა — გვაჩვენა, რა მოხდებოდა მისი ხელოვნური მსახიობები და ვირტუალური გადამღები ჯგუფები რეალურების მსგავსად რომ მოქცეულიყვნენ…

ჩათვალეთ, რომ ჰოლივუდის კულისებს მიღმა გადაღებული ვიდეოების პაროდიაა, თუმცა, თავის მხრივ, სიმულაციასა და სპონტანურობას შორის არსებულ უცნაურ ზღვარს ასახავს. აქ ნახავთ, როგორ ლოკავს ჟირაფი მსახიობს ან როგორ დარბიან უზარმაზარი იხვები გადასაღებ მოედანზე… გარდა ხუმრობებისა, Sora-ს ახლად ინტეგრირებულ ხმის დიზაინს ასახავენ, დიალოგებით, ხმაურითა და სიცილით. თუმცა რომ არ დაგასპოილეროთ, ჯობს, თავად ნახოთ:

პროფესიულ აკადემიებში საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე 4000-მდე განაცხადი შემოვიდა

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები