in

OpenAI-მ TikTok-ის კონკურენტი Sora-ს აპლიკაცია და AI მოდელი გამოუშვა

Lenovo
Lenovo

ხელოვნური ინტელექტი სწრაფი ტემპით განაგრძობს განვითარებას და ამჯერად OpenAI-ის ჯერია — Sora 2-ის აუდიო და ვიდეო გენერატორი ჩაუშვეს, რომელიც შესაძლებლობებით გასული წლის Sora-ს მოდელს აჯობებს. ამ მოდელთან ერთად კი სოციალურ აპლიკაცია Sora-საც უშვებენ, სადაც მომხმარებლებს ვიდეოების გენერირება და მეგობრებთან გაზიარება შეეძლებათ ტიკ-ტოკის მსგავს გვერდზე.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, Sora 2 უკეთ ერკვევა ფიზიკის კანონებში, ამიტომაც ვიდეოებიც მეტად რეალისტურია: 

აქამდე არსებული ვიდეო მოდელები ზედმეტად ოპტიმისტური იყო, ობიექტებსა და რეალობას ამახინჯებდა ტექსტური მოთხოვნების შესასრულებლად, მაგალითად თუ კალათბურთელი ბურთს ვერ ჩააგდებდა, იგი სპონტანურად მაინც ფარში აღმოჩნდებოდა, ახალი მოდელი კი ასეთ რაიმეს არ გააკეთებს.

სორას აპლიკაციას Upload yourself-ის ფუნქცია Cameos ახლავს, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი თავის Sora-ს მიერ გენერირებულ პეიზაჟებში დამატების შესაძლებლობას სთავაზობს. თუმცა გენერირებულ ვიდეოში საკუთარი ციფრული ასლის გამოსაყენებლად მოუწევთ ერთჯერადად ვიდეო ან აუდიოჩანაწერის ატვირთვა, რათა საკუთარი ვინაობა და ვიზუალი დაადასტურონ. მიღებული შედეგის მეგობრებთან გაზიარებაც შეეძლებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს, მეგობრის ვიზუალური ასლი ერთად გადაღებულ ვიდეოში ჩაამატონ.

ვფიქრობთ, სოციალური აპლიკაცია Cameo-ების ფუნქციის ირგვლივაა აგებული, რომელიც საუკეთესო გზას გვთავაზობს Sora 2-ის მაგიის გამოსაცდელად.

Sora iOS-ის აპლიკაცია საწყის ეტაპზე ამერიკასა და კანადაში ჩაეშვება, თუმცა გვპირდებიან, რომ წვდომას სხვა ქვეყნებიც მალე მიიღებენ. რაც შეეხება სორას სოციალურ პლატფორმას მხოლოდ მოწვევის საფუძველზე ხდება ხელმისაწვდომი, თუმცა ChatGPT Pro-ს გამომწერებს Sora 2-ის მოდელის გამოყენება ამის გარეშეც შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Anthropic-მა კოდირებისთვის საუკეთესო AI მოდელი ჩაუშვა…

ტექნოლოგია, ინოვაციები და ინსპირაცია – საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის ციფრული დღე გაიმართა

iPhone-ის მომხმარებლებისთვის Adobe Premiere ჩაეშვა! — AI ფუნქციები, რომლებიც აუცილებლად უნდა სცადოთ