მართალია, დღეს OpenAI ისტორიულ პროდუქტს ფლობს, რომლის შესახებაც ყველამ იცის, მაგრამ ფაქტი შემდეგია: როგორც ბრენდს, ნული ცნობადობა აქვს… ახლა კი ამის გამოსწორება გადაწყვიტეს და ბრენდის არსზე Super Bowl-ის სცენიდან გვესაუბრნენ.
რეკლამაში ჩეტბოტის კურსორია გამოყენებული, რომელიც გვაჩვენებს, როგორ ფიქრობს ის. ამ ყველაფერს ფონად მხიარული მუსიკა გასდევს და კაცობრიობის პროგრესს წერტილებით გვაჩვენებს — სამყაროს შექმნიდან ბორბლამდე, ბორბლიდან ცხენამდე, ზღვიდან მატარებლებამდე, ნათურამდე, საჰაერო მოგზაურობამდე… და ეს გზა მანამ გრძელდება, სანამ AI-მდე არ მიგვიყვანენ:
„130 მილიონი ადამიანი გვიყურებს, ChatGPT-ს კი მსოფლიოს მასშტაბით 4000 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ასე რომ, ეს ნიშური ტექნოლოგია არ გახლავთ, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, მათ დავეხმაროთ ისტორიული მომენტისა და იმ ფაქტის გაანალიზებაში, რომ შეუძლიათ ამ მოძრაობის ნაწილი გახდნენ… OpenAI-ის მისია უსაფრთხო მოწინავე ხელოვნური ინტელექტის შექმნაა, რომლითაც მთელი კაცობრიობა ისარგებლებს…“, — ამბობენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზემოთ აღნიშნული მიზნით, OpenAI-მ პირველი რებრენდინგი შემოგვთავაზა.