in

OpenAI-ის ახალი სისტემა თქვენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ტექსტად გარდაქმნის

M2

ChatGPT-ის გაცნობის შემდეგ, OpenAI ახალ სისტემას წარმოგვიდგენს, რომელიც თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვების ტექსტად გარდაქმნის ფუნქციას გვთავაზობს. Whisper API ღია კოდის Whisper სისტემის ახალი ვერსიაა. მეტყველების ამოცნობის ავტომატურ პროგრამას გვთავაზობს, რომელსაც შეუძლია მრავალი ენაც კი გაიგოს. ხოლო შემდგომში აუდიო M4A, MP3, MP4, MPEG, MPGA, WAV და WEBM ფაილებად დააფორმატოს.

განვითარების ფაზაში Whisper-ს ინტერნეტიდან 680 000-საათიანი მრავალენოვანი მონაცემები მიაწოდეს, რათა მას ტექნიკური ჟარგონების გაგება, ფონური ხმაურის ამოცნობა და აქცენტების გაგებაც კი შესძლებოდა. 

თუმცა OpenAI-ის ახალ სისტემას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს, მაგალითად არ შეუძლია მომდევნო სიტყვების წინასწარმეტყველება, იმის გამო, რომ მას უამრავი მონაცემით წვრთნიან, რომელთაგანაც ყველას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება… მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ ტრანსკრიპტში, შესაძლოა, ისეთი სიტყვაც აღმოჩნდეს, რომელიც მათ არ უთქვამთ, ეს კი შემდგომი სიტყვის გამოცნობის მცდელობით შეიძლება იყოს გამოწვეული… როგორც ჩანს, შეცდომებს მხოლოდ ჟიპიტაური არ უშვებს…

შესაძლოა, ჩვენი გალაქტიკა იმაზე მეტ ვარსკვლავს წარმოქმნიდეს, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით

Max Pods – ქართული, პრემიუმ ხარისხის უსადენო ყურსასმენი გლობალური ბაზრისთვის ემზადება