31
Mar
2013

ნახეთ როგორ ემზადება თბილისი TBILISI OPEN AIR-ისთვის

31 Mar 2013

openairlogo

TBILISI OPEN AIR 2013 წელს დინამო არენაზე ჩატარდება, მასში მონაწილეობას მიიღებენ: Deep Purple ,Infected Mushroom, Tricky, The Subways, Modeselektor, Black Strobe, Kid Jesus.

რა დაჯდება  მთელი ეს „სიამოვნება“ , კონფიდენციალურია.  ბიუჯეტის გარდა, კონტრაქტით, კონფიდენციალურია ჯგუფების ჰონორარიც. თუმცა, ორგანიზატორები ამბობენ, რომ,  საუბარი, საკმაოდ დიდ თანხაზეა.

მარკეტერი Altervision group – ის მედია მენეჯერს სოფო ებრალიძეს ესაუბრა.

„ნელ – ნელა მივედით აქამდე. წლები ვმუშაობთ იმ სააგენტოებთან კონტაქტების დასამყარებლად, ვინც შემდეგ , გვეხმარება  მონაწილეების ჩამოყვანაში. ასე მოხდა წელსაც და თბილისში სხვა საერთაშორისო დონის ჯგუფებთან ერთად,  Deep Purple ჩამოდის. არც ერთი ჯგუფს რაიმე განსაკუთრებული პირობა არ ჰქონია. რასაკვირველია, აქვთ გარკვეული მოთხოვნები, მაგრამ , რომ ვთქვა, რაიმე განსაკუთრებული, ასეთი არაფერი მოუთხოვიათ.   წინა წლებში იყვნენ უცხოური და ცნობილი თუმცა, საშუალო დონის ჯგუფები.  წლევანდელი Tbilisi Open Air ამ მხრივ, საკმაოდ შთამბეჭდავი  გამოვა.საერთო ფინანსების სიმცირის გამო,  ფესტივალი  ერთდღიანი, მხოლოდ 5 ივნისს   იქნება“-ამბობს  სოფო ებრალიძე.

altervision sopho ebralidzeფესტივალს დინამო არენა უმასპინძლებს. სოფო ებრალიძის თქმით, სტუმრებს შესასვლელიდანვე ეფექტური სანახაობა ელით – გარემო აბსოლუტურად შეცვლილი იქნება. ბილეთების შეძენა  უკვე შესაძლებელია. ფასი 40, 55,60, 70, 90 ,120  200, 250 და 500 ლარია. (დეტალურად)ფესტიავლის მედია მენეჯერი ამბობს, რომ ყველაზე მეტად მინიმალური და მაქსიმალური ღირებულების ბილეთები იყიდება. დასწრების მსურველებს აქვთ საშუალება www. biletebi.ge – ზე ონლაინ რეჟიმში შეიძინონ ბილეთები.  ორგანიზატორები ამბობოენ, რომ დაახლოებით,  45 000 -მდე  ადამიანს ელოდებიან, მათ შორის ტურისტებსაც.  ფესტივალის მედია მენეჯერის თქმით,  მნიშვნელოვანი კომუნიკაცია აქვს მეზობელი ქვეყნების მედიასთან. მათ შორის აზერბაიჯანში, სომხეთში, პოლონეთში, თურქეთში. ამიტომ,  ვარაუდობს, რომ Open Air -ს ტურისტების დიდი ნაკადი დაესწრება.

ხშირად, მსგავს ფესტივალებზე მსოფლიოში ცნობილი ჯგუფები მხოლოდ რამდენიმე სიმღერას ასრულებენ. სოფო ებრალიძის თქმით Deep Purple Tbilisi Open Air-ზე საათნახევარი დაუკრავს. საღამოს მსვლელობისას რაიმე განსაკუთრებული სცენარი დაგეგმილი არ არის. ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის თანმიმდევრობა, ან ვინ დახურავს ფესტივალს. პირველი კი ქართული ჯგუფი Kid Jesus იქნება.

სპეციალურად 5 ივნისისთვის ფესტივალის ორგანიზატორები ახალი აპარატურის ქირაობას აპირებენ.

“ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვაპირებთ აპარატურის განახლებას. თუმცა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდიანრეობს და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ შევძლებთ საუბარს”-ამბობს სოფო ებრალიძე.

შეგახსენებთ Marketer.ge ღონისძიების ოფიციალური მარკეტინგული პორტალია.

 

 

განხილვა