in

OpenAI-ის ახალი პროექტი, რომელიც სიტყვებს ფოტოებად გარდაქმნის

veon
veon

ალბათ, რამდენი დრო დაგიკარგავთ სასურველი, კონკრეტული ფოტოს ძიებისას – ათასგვარი სიტყვათა შეთანხმებით მოგიძებნიათ და მაინც ვერ გიპოვნიათ ის, რაც თქვენს სურვილს ზუსტად შეესამებოდა. ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით, შეგიძლიათ, ეს პრობლემაც დაივიწყოთ!

OpenAI-მ წარმოგვიდგინა უჩვეულო, უცნაური და შთამბეჭდავი პროგრამა – DALL·E, რომელიც თქვენი აღწერის შესაბამისად შექმნის ფოტოს, ილუსტრაციასა თუ რენდერს. მართალია, ტექსტის გამოსახულებად გადაქცევა მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა AI აგენტების მიერ, განსხვავებული, მაგრამ სტაბილურად მზარდი წარმატებით. თუმცა ამ შემთხვევაში, DALL·E უზრუნველყოფილია GPT-3-ით – აუტორეგრესიული ენის მოდელით, რომელიც, ადამიანის მსგავსი ტექსტის შესაქმნელად, ღრმა სწავლას იყენებს.

GPT-3-მა აჩვენა, რომ ენა შესაძლოა გამოყენებულ იქნას დიდი ნეირონული ქსელის მითითებით, ტექსტის წარმოების სხვადასხვა დავალებების შესრულებაში. Image GPT კი გვიჩვენებს, რომ იგივე ტიპის ნეირონული ქსელი მაღალი ხარისხის გამოსახულების შესაქმნელადაც გაოიყენება.

DALL·E იმდენად სრულყოფილი პროექტია, რომ ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა შესაძლოა, თქვენი მოთხოვნა ვერ გაიგოს – უბრალოდ უთხარით, რა გსურთ თქვენ. თანაც პროგრამამ ინტიუციური ლოგიკის გამოყენებით სასარგებლო ქცევა გამოავლინა, ერთი კონკრეტული სურათის მრავალი ესკიზის გაკეთება, ორიგინალის დართვით.

OpenAI-ს ზღაპრულ ნამუშევრებს DALL·E-ის სახით კიდევ ერთი მათგანი შეემატა, რაც კომპანიის მიღწევებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

დამშვიდობება Adobe Flash-თან – პროგრამას მხარდაჭერა 2020 წელს შეუწყდა

ABK-ს თანამშრომლები კომპანიის თანამფლობელები ხდებიან!