in

OpenBike – გადმოწერეთ ღია კოდი, დაბეჭდეთ და ისეირნეთ ხის ველოსიპედით

კონცეფცია მანქანის გამონაბოლქვის შემცირებას ემსახურება

რას იზამდით, საკუთარი ველოსიპედის აწყობა რომ შეგეძლოთ? ალბათ, ზოგიერთი თქვენგანი ძვირადღირებულ ავტომობილზეც კი იტყოდა უარს…

დიზაინის სტუდია Arquimaña სწორედ ამის შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებლებს – ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კომპანია ღია კოდის ხის ველოსიპედის პროექტზე მუშაობდა, სახელწოდებით OpenBike. თანაც, მისი ჩამოტვირთვა სრულიად უფასოა. როგორც სტუდიაში აღნიშნავენ, მათი მიზანი ბაზარზე ყველაზე მდგრადი ველოსიპედის შემუშავება და სხვებისთვის მისი შექმნის საშუალების მიცემა იყო.

აღსანიშნავია, რომ OpenBike-ის კონცეფცია გლობალური პრობლემების მოგვარების საკითხს ეხება. 2017 წელს დიზაინერთა გუნდმა ახალი ინიციატივა მხოლოდ ერთი მიზეზით წარადგინა – მათ შეამჩნიეს, როგორ აბინძურებს მანქანების გამონაბოლქვი გარემოს. ეკოლოგიურად სუფთა ველოსიპედის კი ამ პრობლემას საგრძნობლად შეამცირებს. იდეის განსახორციელებლად, კომპანიამ ბასკების ქვეყნის მთავრობისგანაც კი მიიღო დაფინანსება.

ველოსიპედის ძირითადი ნაწილი ე. წ. ფანერისგან არის დამზადებული, რომელსაც ლაბორატორია სპეციალური აღჭურვილობით ამუშავებს. სავარძელი, წინა ნაწილი და სახელური შეიძლება, 3D პრინტერით დაბეჭდილი სილიკონისგან აეწყოს. ან უმჯობესი იქნება, თუ ძველი ველოსიპედების ნაწილები გადამუშავდება. რაც შეეხება დისკებს, მათი შეძენა ცალკე მოუწევთ მომხმარებლებს.

“ჩვენ მცირე მასშტაბის ადგილობრივ წარმოებაზე ვართ ორიენტირებული” – ამბობს ინაკი ალბისტური, სტუდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე, ალბისტურის თქმით, OpenBike სულაც არ არის მცირე ხარჯებთან დაკავშირებული. მაგალითად, ფანერის მასალებისა და სხვა კომპონენტების შეძენა დაახლოებით $500 დაჯდება.

ამასთან, სტუდიის მიზანი არც ყოფილა ბაზარზე ყველაზე მაღალტექნოლოგიური მოტოციკლის დამზადება. არამედ, OpenBike-ის მანიფესტი განიხილება როგორც მდგრადი ურბანიზმის, განაწილებული წარმოების, რესურსების ჭკვიანური გამოყენების და ცოდნის გაზიარების მანიფესტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ველოსიპედის შექმნით, ადამიანი მდგრადობის ღირებულებას ამტკიცებს და საზოგადოებას ცვლილებებისკენ მოუწოდებს.

Arquimaña-ს ველოსიპედი ამჟამად ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე, ესპანეთის პავილიონში და სეულის არქიტექტურისა და ურბანიზაციის ბიენალეზეა წარმოდგენილი. დღეისათვის ამ დიზაინით შვიდი მოდელია დამზადებული – თუ არ ჩავთვლით კომპანიის დამფუძნებლების ველოსიპედებს. მაგალითად, სეულში მწარმოებლების ჯგუფმა OpenBike-ის შექმნა ორ დღეში მოახერხა.

TikTok-ის სარეკლამო რგოლი – “იქნებ, ყველა ბინაში იმალება მიტოვებული ოთახი?!”

5 მიზეზი, რატომ არ უნდა წამოხვიდეთ სამსახურიდან (ჯერ)