in

11 მაისიდან ეკონომიკა იხსნება

Digital analytics data visualization, financial schedule, monitor screen in perspective

11 მაისიდან მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება ყველა საწარმოს. ასევე დაშვებული იქნება საცალო და საბითუმო მაღაზიების საქმიანობა. შეზღუდვები შენარჩუნდება მოლების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების მაღაზიებზე.

რაც შეეხება ტურიზმს, ეს სექტორი, 15 ივნისიდან იხსნება.

აღდგება ქალაქებში მოძრაობაც.  თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა ასევე 11 მაისიდან მოიხსნება.14 მაისიდან განახლდება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს – მარნეულში. თუმცა, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი [ქუჩაში გადაადგილება ნებადართულია  06:00-დან 21:00 საათამდე].

ამის ცვლილებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ისაუბრა.

„ალდაგი“ COVID-19-ში, ანუ როგორ გარდავქმნათ პანდემია შესაძლებლობად

ანტიკრიზისული კომუნიკაციის ძალა! – ანუ როგორ აღმოჩნდა ნამდვილი ლომი საქართველოს ბანკის კამპანიაში