in

OpenSea-ს მომხმარებლებმა ასობით NFT დაკარგეს

veon
veon

NFT შეტევა კვლავ გრძელდება… OpenSea ამჯერად “ფიშინგის შეტევას” იძიებს, რომელმაც ორ ათეულზე მეტი მომხმარებელი ციფრულ ტოკენებზე წვდომის გარეშე დატოვა.

“ფიშინგის შეტევა” თაღლითური პრაქტიკაა, რომლის დროსაც მომხმარებლებს ელ-ფოსტის საშუალებით პირად ინფორმაციას ყალბი რეპუტაციის მქონე კომპანიები სთხოვს. ამ შემთხვევაში კი NFT კოლექციები მოიპარეს. ასევე მოლი უაითის, Web3 is Going Great ბლოგი, რომელიც 641 ეთერიუმად , დაახლოებით 1.7 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ბლოკჩეინის უსაფრთხოების სამსახურის PeckShield განცხადებით, თავდამსხმელი მიზნად 32 ანგარიშისა და 254 ტოკენის მოპოვებას ისახავდა. თუმცა კომპანიის სწორი რეაგირებითა და დაზარალებულ მომხმარებლებთან საუბრის მეშვეობით ზოგიერთი ანგარიშის გადარჩენა მაინც შეძლეს. 

სავარაუდოა, რომ თავდამსხმელებმა Wyvern Protocol-ის ასპექტით ისარგებლეს. ბევრი Web3 პლატფორმა, მათ შორის OpenSea-ც, ღია კოდის სტანდარტს მათი კონტრაქტების დასამყარებლად იყენებს. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანიამ ჯერ კიდევ 18 თებერვალს ახალი კონტრაქტი შემოიტანა და ხალხს მათი აქტივების გადატანა სთხოვა, რითაც მომხმარებლები უფრო დიდი ზარალისგან გადაარჩინა.

მანამდე კი OpenSea-მ ყურადღება მისი თანამშრომლის გამო მიიქცია, რომელიც შიდა ინფორმაციის გამოყენებისა და მის პლატფორმაზე ყალბი ტოკენების გავრცელების გამო თანამდებობიდან გადააყენეს. 

ეველინ ბრეკლოუს ჭიანჭველებით მოხატული ჭურჭელი

ნახეთ: ციხესიმაგრეში განლაგებული თაბაშირის მოჩვენებები